ბავშვი და მინერალები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და მინერალები

  • ორგანიზისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ბიოქიმიური პროცესების ნორმალურ მიმდინარეობას;
  • სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნორმალურ ფუნქციობას;
  • ორგანიზმის ფსიქომოტორულ განვითარებას.

ამ ნივთიერებათა უკმარისობას შესაძლოა ჰქონდეს როგორც შინაგანი (ენდოგენური), ისე გარეგანი (ეგზოგენური) მიზეზები. პირველი ორგანიზმის მიერ საკვებთან ერთად მიღებული ვიტამინებისა და მინერალების ათვისების შეუძლებლობას გულისხმობს, მეორე - საკვების მეშვეობით მათ არასაკმაო მიღებას. ორივე ამ ფაქტორის შერწყმისას კი შერეულ მიზეზებზე საუბრობენ. ბავშვთა ასაკში ვიტამინომინერალური დეფიციტი ან თვით ბავშვის, ან დედის არასწორ ან არასრულფასოვან კვებას უკავშირდება. დიდი მნიშვნელობა აქვს მუცლად ყოფნის პერიოდში ნაყოფის ორგანიზმში მათი მარაგის შექმნას. დეფიციტს აღრმავებს:

  • მშობლების მავნე ჩვევები - მწეველ დედას დღე-ღამეში დამატებით 350მგ ჩ ვიტამინი სჭირდება;
  • საკვების არასწორი ტექნოლოგიური დამუშავება;
  • დაბინძურებული გარემო (რადიაცია, გამონაბოლქვი);
  • გარემოს გეოქიმიური თავისებურებანი (წყალსა და ნიადაგში ფთორისა და იოდის დაბალი შემცველობა).

გარდა ამისა, მიკროელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტს უნდა ველოდეთ, როცა:

  • ბავშვი დღენაკლული იბადება, მორფოფუნქციური უმწიფრობა აღენიშნება ან, პირიქით, 4კგ-ზე მეტს იწონის;
  • დედა 18 წელზე უმცროსი ან 36 წელზე უფროსი ასაკისაა;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დედა ცუდად იკვებებოდა.

ასევე:

  • მრავალნაყოფიანი ორსულობისას;
  • გართულებული მშობიარობისას;
  • არაკეთილსაიმედო სომატური ფონის - ჰიპოტროფიის, პერინატალური ენცეფალოპათიის, სასუნთქი გზების განმეორებადი ინფექციის, ნაწლავთა დისფუნქციის - შემთხვევაში;
  • როდესაც ჩვილი ცუდად იკვებება, საკმარის დროს არ ატარებს სუფთა ჰაერზე.

მოკლედ განვიხილოთ, რომელი მიკროელემენტის დეფიციტი რა დარღვევას იწვევს ორგანიზმში.

იოდის უკმარისობა

- XX საუკუნის მიწურულს მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოების ყურადღება ადამიანის ორგანიზმში მიკროელემენტების უკმარისობამ მიიპყრო. ჯანმოს ერთ-ერთი რეზოლუცია იოდის დეფიციტის ლიკვიდაციას ეხება. ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, იოდის აუცილებლობით აიხსნება. მეორე მხრივ კი იმით, რომ ამ ელემენტს არ გააჩნია ორგანიზმში დაგროვების უნარი, რის გამოც საკვებთან ერთად მისი მუდმივი მიღებაა საჭირო. იოდის ნაკლებობა ტვინის განვითარება-ფორმირების ამა თუ იმ ეტაპზე შეჩერებას განაპირობებს, რასაც შეუქცევადი პროცესები, ადამიანის ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების განუვითარებლობა მოჰყვება.

- როგორ ამოვიცნოთ იოდის უკმარისობა?

- იოდის დეფიციტის დროს ბავშვს უქვეითდება ფიზიკური და გონებრივი შრომის უნარი, ძილად არის მივარდნილი, აქვს მყარი შეკრულობა, ხშირად ცივდება, თმა უთხელდება და სცვივა, ფრჩხილები მყიფე უხდება. ეს ის ნიშნებია, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ და ბავშვი დროულად მიიყვანონ სპეციალისტთან.

- როგორ ხდება იოდის დეფიციტის კორექცია?

- სათანადო ოდენობის იოდით ორგანიზმის უზურნველყოფა ორგვარადაა შესაძლებელი - კვების ხასიათის შეცვლით და იოდშემცველი პრეპარატების მიღებით. დიეტა ამ დროს იოდით გამდიდრებული მარილის, წყლის, პურის, საკონდიტრო ნაწარმის, ხორცის ნაწარმის, რძისა და მისი ნაწარმის მიღებას გულისხმობს. იოდით ბუნებრივად მდიდარია ზღვის კომბოსტო, ოკეანის თევზი, ზღვის პროდუქტები. ჩვილებისთვის საგანგებოდ გამოდის იოდშემცველი ადაპტირებული ნარევები. იოდის პრეპარატებს უპირატესად რისკის ჯგუფში შემავალ ბავშვებს უნიშნავენ.

- ვინ შედის რისკის ჯგუფში?

- რისკის ჯგუფში შედიან:

  • ჩვილები, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე, მაგრამ არ იღებენ იოდით გამდიდრებულ ადაპტირებულ ნარევებს;
  • 1-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც ჯერ არ იღებენ მარილიან საკვებს;
  • სკოლამდელი და სკოლის ასაკის, უმთავრესად - ხშირად მოავადე ბავშვები, ასევე - ბავშვები ფიზიკური განვითარების შეფერხებით, ენდემური ჩიყვით დატვირთული მემკვიდრეობით;
  • გარდატეხის ასაკის მოზარდები, განსაკუთრებით - გოგონები 11-12 წლიდან 16-18 წლამდე.

- როგორ შევარჩიოთ ადაპტირებული ნარევი იოდის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის?

- არსებობს ნარევები, რომელთა ეტიკეტზეც მითითებულია იოდის შემცველობა - 33-დან 170 მგ-მდე 1 ლიტრ მზა ნარევში. თუ ჩვილს იოდის დეფიციტი აღენიშნება, ადაპტირებულ ნარევებთან ერთად ექვსი თვიდან იოდის ტაბლეტირებულ პრეპარატებსაც უნიშნავენ. მაგრამ ეს პედიატრის კომპეტენციაა, რომელიც ადგენს ბავშვის იოდის პროფილაქტიკის ინდივიდუალურ სქემას.

- როგორია იოდზე ორგანიზმის მოთხოვნილება ასაკის მიხედვით?

- იოდზე მოთხოვნილებამ ბოლო ხანს იმატა, რასაც ცხადყოფს ჯანმოს 1996 წლის ჟენევისა და აშშ-ის ნაციონალური აკადემიის 2006 წლის მონაცემების შედარება:

კალციუმის უკმარისობა

- კალციუმი ცილებთან ერთად ძვლოვანი ქსოვილისა და კბილების ძირითადი კომპონენტია და სიმტკიცეს ანიჭებს მათ, გარდა ამისა, მონაწილეობს ზრდის და სხვა მნიშვნელოვან პროცესებშიც. ჩვილ ასაკში მისი ნაკლებობა რაქიტის ძირითადი მიზეზია. მომდევნო პერიოდში საკვებთან ერთად კალციუმის არასაკმარისი მიღება აქვეითებს ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს და ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს. კალციუმზე ორგანიზმის მოთხოვნა ყველაზე მაღალია 14-დან 17 წლამდე, რაც ორგანიზმის აქტიური ზრდით აიხსნება. არსებობს სისხლში კალციუმის მუდმივი დონის შენარჩუნების რთული სისტემა. ამ სისტემის ფაქტორებია D ვიტამინი, პარათირეოიდული ჰორმონი, ნაწლავის ლორწოვანი გარსის განვლადობა, მაგრამ უმთავრეს როლს მაინც ალიმენტური ფაქტორი ანუ საკვებთან ერთად კალციუმის საკმარისი ოდენობით მიღება და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მისი ათვისება ასრულებს.

- როგორია კალციუმზე ორგანიზმის მოთხოვნილება ასაკის მიხედვით?

- კალციუმის სადღეღამისო ნორმა სხვადასხვა ასაკში ასეთია:

  • 4 წლის ასაკში - 800 მგ;
  • 7-დან 10 წლამდე - 1000 მგ;
  • 14-17 წლამდე - 1200-1400 მგ.

არსებობს დაავადებები, რომელთა დროსაც კალციუმზე მოთხოვნილება იზრდება. მაგალითად, ღვიძლისა და თირკმელების ზოგიერთი დაავადება, რომლებიც აქვეითებს D ვიტამინის სინთეზს და, აქედან გამომდინარე, ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვას ამცირებს. სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას მაგნიუმის დეფიციტიც განაპირობებს. ორგანიზმი მაგნიუმს კარგავს:

  • ფენობარბიტალის, ანტიბიოტიკების (ამინოგლიკოზიდების), შარდმდენების, ქიმიოთერაპიული საშუალებების მიღების დროს;
  • კუჭის აშლილობის გახანგრძლივებისას (14 დღეზე მეტხანს);
  • დამწვრობის დროს.

მაგნიუმზე მოთხოვნა იზრდება:

  • აქტიური ზრდის პერიოდში;
  • გოგონებთან - მენსტრუალური ციკლის პერიოდში.

თუ ორგანიზმის მოთხოვნილება კალციუმზე საკვების მეშვეობით ვერ დაკმაყოფილდა, იწყება ამ ელემენტის გადმოსროლა დეპო ორგანოებიდან, კერძოდ - ძვლოვანი ქსოვილიდან, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, ორგანიზმი სათანადოდ მოვამარაგოთ კალციუმით.


- როგორ გამოვლინდება კალციუმის ნაკლებობა?

- კალციუმის ნაკლებობაზე ჩვილ (1 წლამდე ასაკის) ბავშვებთან მიანიშნებს:

  • თავის ქალას ძვლების დეფორმაცია (წინ წამოწეული შუბლის ბორცვები, კეფის გაბრტყელება, კოშკისებური თავის ქალა და ა.შ.);
  • კბილების დაგვიანებული ამოსვლა, კბილებს შორის დიდი მანძილი, ამოსვლის თანმიმდევრობის დარღვევა.

უფრო მოზრდილ ასაკში:

  • ხერხემლის დეფორმაცია (სკოლიოზი, კიფოზი);
  • კიდურების, განსაკუთრებით - ქვედა კიდურების, დეფორმაცია (X-ისებური და 0-სებური);
  • ხშირი მოტეხილობა;
  • კბილების კარიესი, თანკბილვის დარღვევა, ძირითადი კბილების დაგვიანება.

ყოველივე ეს რაქიტისა და მისი ნარჩენი მოვლენებისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. გარდა ამისა, კალციუმის დეფიციტის დროს მოსალოდნელია:

  • კუნთების სისუსტე და განვითარების ჩამორჩენა;
  • კუნთების კრუნჩხვა, კრთომები;
  • ოფლიანობა, აგზნებადობის მომატება;
  • გულის რიტმის დარღვევა;
  • მადის გაუკუღმართება (კედლის, ქვიშის ჭამა, ფრჩხილების კვნეტა);
  • თმის გაუხეშება, გამელოტებული უბნების გაჩენა.

პატარა ბავშვებთან კალციუმის ნაკლებობა იწვევს სპაზმოფილიას - კრუნჩხვებისადმი მიდრეკილებას. ის თავს იჩენს 6-დან 18 თვემდე ასაკში, უმეტესად - გაზაფხულობით.

- როგორ შევავსოთ დეფიციტი?

- კალციუმი მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში შედის, მაგრამ მისი ძირითადი წყარო რძე და რძის ნაწარმია. გთავაზობთ ბავშვისთვის აუცილებელ პროდუქტებში კალციუმის შემცველობას (მილიგრამი 100 გრამში):

  • ყველი - 600-1000მგ;
  • მშრალი რძე - 920მგ;
  • მაწონი - 100-120მგ;
  • ხაჭო - 80მგ;
  • თევზი - 30-90მგ;
  • კომბოსტო 210მგ;
  • ლობიო - 105მგ;
  • კაკალი - 30-250მგ;
  • პური - 60მგ.

კალციუმზე სადღეღამისო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საკმარისია, ბავშვს ყოველდღე დაალევინოთ 100-600 მლ რძე ან აჭამოთ 50-100 გ ხაჭო ან 10 გ ყველი. სწორად შერჩეული რაციონი ხშირად საკმარისია კალციუმის მარაგის შესავსებად, მაგრამ შესაძლოა, პედიატრმა გირჩიოთ კალციუმისა და მაგნიუმის კომბინირებული პრეპარატი D ვიტამინთან ერთად.

რკინის ნაკლებობა

- ჯანმოს მონაცემებით, რკინა ადრეული ასაკის ბავშვების თითქმის 30 პროცენტს აკლია. რკინის დეფიციტის მიზეზი პატარა ბავშვებთან უმთავრესად ამ ელემენტის თანდაყოლილი უკმარისობა და არასრულფასოვანი კვებაა. შედარებით მოზრდილებთან რკინის დეფიციტს სისხლდენები და ორგანიზმის სწრაფი ზრდა იწვევს.

- როგორ გამოვლინდება რკინის ნაკლებობა?

- რკინადეფიციტური ანემია ადრეული ასაკის ბავშვებთან აგზნებით, კანისა და ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალით, ძილის დარღვევით, უმადობით გამოვლინდება. შედარებით მოზრდილები ამასთან ერთად უჩივიან თავბრუხვევასა და ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, ყურების შუილს, გულის წასვლას, გონების გაფანტვას, უყურადღებობას ფიზიკურ ჩამორჩენას. რკინადეფიციტური ანემია ქრონიკული მდგომარეობაა. მისი ნიშნების გამოვლენის ხარისხი პროცესის განვითარების სიჩქარესა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. რკინის ხანგრძლივი დეფიციტის დროს მოსალოდნელია მადის, ყნოსვის გაუკუღმართება, ხმის წასვლა (გლოსიტი), ფრჩხილების სიმყიფე, იმუნიტეტის დაქვეითება. ინფექციური დაავადებები კი უფრო მეტად ამცირებს რკინის მარაგს და ამძიმებს რკინის დეფიციტს.

- როგორ შევავსოთ დეფიციტი?

- რკინის მარაგის შესავსებად საჭიროა იმ მიზეზების აღმოფხვრა, რომლებიც მის ნაკლებობას განაპირობებს. ამისთვის მშობელმა ექიმს ზუსტი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს. ანამნეზთან ერთად დიაგნოზის დასმაში ლაბორატორიული გამოკვლევები გვეხმარება. ანემიისთვის დამახასიათებელია:

  • შრატში რკინა - 13მმოლ/ლ-ზე ნაკლები;
  • ფერადობის მაჩვენებელი (ფარბე ინდექსი) - 0,8-ზე ნაკლები.

რკინის ჭეშმარიტ დეფიციტს თან ახლავს B12, B6 ვიტამინების, ფოლიუმის მჟავას უკმარისობა. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა რკინის პრეპარატებით უნდა ჩატარდეს, ვინაიდან მხოლოდ კვებით რკინის მარაგის შევსება შეუძლებელია. მკურნალობა დაახლოებით 3 თვეს გრძელდება, ზოგჯერ - მეტხანსაც. რკინის პრეპარატების მიღების შემდეგ შესაძლოა განვითარდეს დისპეფსიური მოვლენები - პირღებინება, გულისრევა, დიარეა, თავბრუხვევა, საერთო სისუსტე. გარდა ამისა, მოსალოდნელია:

  • კბილის მინანქრის ფერის შეცვლა, გამუქება;
  • ლითონის გემო პირში;
  • ალერგიული გამონაყარი კანზე.

ამის თავიდან ასაცილებლად მკურნალობა მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა ჩატარდეს. დიეტოთერაპია კომპლექსური მკურნალობის ერთ-ერთი კომპონენტია. რაციონი მდიდარი უნდა იყოს ძროხის, კურდღლის ხორცით, ძროხის ენით, ბოსტნეულით და რძემჟავა პროდუქტებით - მაწვნით, კეფირით, იოგურტით, რომლებიც ორგანიზმს არაორგანული რკინის ათვისებაში ეხმარება. არსებობს პროდუქტები, რომლებიც, პირიქით, აფერხებს არაორგანული რკინის ათვისებას. ასეთებია სოია, ჩაი, ყავა, პარკოსნები. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი დიდი ოდენობით შეიცავს რკინას, მაგრამ მზარდი ორგანიზმის მოთხოვნილებას ვერ აკმაყოფილებს. ორგანიზმი მცენარეულ რკინას ძნელად ითვისებს, ამიტომ ვაშლის, ბროწეულის, ჭარხლის წვენების, წიწიბურასა და რკინით მდიდარი სხვა სურსათის ჭარბი მიღება რკინადეფიციტური ანემიის დროს უსარგებლოა. მკურნალობაში მთავარი როლი რკინის პრეპარატებს ენიჭება. ამასთან, აუცილებელია სწორი დიაგნოსტიკა. თუ რკინის ნაკლებობის მიზეზი არ იქნა დადგენილი და აღმოფხვრილი, მკურნალობის შემდეგ პრობლემა ხელახლა იჩენს თავს.