ჯანმრთელობის კოქტეილი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ჯანმრთელობის კოქტეილი
ჯანმრთელობის კოქტეილი
იმუნიტეტის გაძლიერება ღონისძიებათა მთელი წყებისგან შემდგარი ჯაჭვია. უპირველესად ეს გულისხმობს ბალანსირებულ კვებას. რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ნახევარფაბრიკატები, კონსერვები, მივირთვათ ახალი ხილი, ბოსტნეული, ჩვეულებრივი ჩაის ნაცვლად ვსვათ ასკილის ნაყენი, ქაცვის წვენი. სინჯეთ "ჯანმრთელობის კოქტეილი": ბლენდერში იოგურტთან ერთად გათქვიფეთ ქაცვი, კივი და ბანანი. შეგიძლიათ, დაუმატოთ თაფლიც. მეორე - დღის რეჟიმის მოწესრიგება. ეცადეთ, საკმარისად იძინოთ, რათა ორგანიზმმა ძალების აღდგენა მოასწროს. დასაძინებლად უნდა დაწვეთ ერთსა და იმავე დროს, არა უგვიანეს 23 საათისა. მესამე - ჰიგიენა. ხშირად იბანეთ ხელები საპნით. ასწავლეთ ბავშვსაც ხელების ბანა ყოველი კვების წინ, ქუჩიდან
სახლში დაბრუნებისთანავე, ტუალეტიდან გამოსვლისას. მეოთხე - სუფთა ჰაერი. ხშირად გაანიავეთ ოთახი, რათა ბაქტერიებსა და ვირუსებს დაგროვების საშუალება არ მისცეთ. თუ ოჯახში ბავშვია, სახლი დღეში ოთხჯერ მაინც უნდა გაანიაოთ 5-10 წუთით. ორპირში უფრო სწრაფად განიავდება. ბავშვი კი ამ დროს სხვა ოთახში გაიყვანეთ.
ხშირად გაასეირნეთ ბუნების წიაღში. ხშირად მოამზადეთ მთელი ოჯახისთვის ხილის სმუზი - დაჭერით ვაშლი, ფორთოხალი, ლიმონი, გრეიპფრუტი, კივი, ბანანი, მოათავსეთ ბლენდერში, დაასხით ასკილის ნაყენი, 1 სადილის კოვზი თაფლი და გათქვიფეთ. გადაიღეთ მაღალ, გამჭვირვალე მინის ჭურჭელში, მორთეთ პიტნის ფოთლებით და მიირთვით. გაზაფხულზე ხშირად მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაულები. გაახალისეთ სუფრა ხილის ვიტამინოვანი დესერტით. გაითვალისწინეთ, ბავშვის მზარდ ორგანიზმს გაცილებით მეტი ვიტამინი და მინერალური ნივთიერება სჭირდება, ვიდრე ზრდასრული ადამიანისას.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
თუთიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს უჯრედთა რეგენერაციისთვის (განახლებისათვის), ამის გამოა, რომ თუთიის
ორგანიზმში წარმოდგენილ ელემენტებს შორის კალციუმს მეხუთე ადგილი უპყრია (ნახშირბადის, ჟანგბადის, წყალბადისა და აზოტის შემდეგ),
მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი,
კალციუმი ადამიანის ორგანიზმში გავრცელებული მაკროელემენტია. ის აუცილებელია გულისა და ძვლების
ცილა (პროტეინი) ორგანიზმის საშენი მასალა, ძვლოვანი და კუნთოვანი მასის საფუძველია.
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!