ჩიფსებმა შესაძლოა ასთმა და გულის პრობლემები გამოიწვიოს
მოცემული პროდუქტის შემადგენლობაში და დამატებული აქვს გემოს გასაუმჯობესებლად. ასეთი დანამატი ბევრია. ზოგიერთი მათგანი განვითარებულ ქვეყნებში აკრძალულია. ეს იმიტომ, რომ ისინი არცთუ უვნებელია. მაგალითად, E 250-ს - ნატრიუმის ნიტრიტს, რომელიც ხორცის პროდუქტებში გვხვდება, შეუძლია არტერიული წნევის მოშლა. E 621 - ნატრიუმის გლუტამატი, რომელსაც ამატებენ ატრიას, სანელებლებს, ჩიფსებს - იწვევს ასთმას, გულის მუშაობის დარღვევას, თავის ტკივილს. ზოგიერთი E კი საკმაოდ სასარგებლო ან ნეიტრალურია: E -300 -C ვიტამინი, E-330 - ლიმონის მჟავა, E-160 - კაროტინი. ოღონდ ჭარბად ნურც ამათ მიიღებთ - საშიშია. საზოგადოდ კი, თუ პროდუქტების თვეობით შენახვას არ აპირებთ, უმჯობესია მალფუჭებადი საკვები შეიძინოთ და მალევე გამოიყენოთ.
რას მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ყიდვისას, გაიგეთ სტატიაში "პროდუქტის გარეგნული სახე"