ბენზ(ა)პირენის შემცველი შებოლილი თევზის შპროტის ერთჯერადი მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბენზ(ა)პირენის შემცველი შებოლილი თევზის შპროტის ერთჯერადი მიღება საფრთხეს არ წარმოადგენს

ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა აღმოჩნდა.

როგორც სურსათის სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულის თაობაზე მათ "საგანგაშო შეტყობინება" ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით მიიღეს.

შეტყობინების თანახმად, ლატვიური წარმოების SIA "GAMMA-A" LTD-ს მიერ წარმოებული შებოლილი თევზის შპროტში აღმოჩენილია ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობა. შეტყობინებაში გასატარებელ ღონისძიებად მითითებულია სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა.

მათივე განმარტებით, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში იმპორტირებული პროდუქტი საცალო სავაჭრო ობიექტებში უკვე გადანაწილებულია.

"მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში 240-გრამიანი 2544 ერთეული თევზის კონსერვი შემოვიდა. იმპორტი 2013 წლის 23 ოქტომბერს განხორციელდა შპს "ევერესტი 2010"-ის მიერ. კონსერვის ვარგისიანობის ვადა 03.10.2017 წლამდეა. საქართველოს კანონმდებლობით შებოლილ თევზში ბენზ(ა)პირენის შემცველობა დაშვებულია 0,001 მგ/კგ, ხოლო ლატვიური წარმოშობის კონსერვში იგი 0,0094 მგ/კგ აღმოჩნდა. ინსტრუქციის თანახმად, შეტყობინების მიღებისთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მოიძიეს აღნიშნული პარტია. შემოწმების შედეგად საწყობში კონსერვები არ აღმოჩნდა. მეწარმის განცხადებით, სურსათი უკვე რეალიზებულია საცალო ვაჭრობის ობიექტებში", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში და განმარტავენ, რომ ამჟამად სააგენტოს სპეციალისტები საცალო ვაჭრობის ობიექტებს ამოწმებენ.

შპს "ევერესტი 2010"-ში ვერ აკონკრეტებენ, რომელ ობიექტებში მოხდა ბენზ(ა)პირენის მაღალი შემცველობის მქონე თევზის შპროტის რეალიზება. მათი თქმით, აღნიშნული პროდუქტი საქართველოში ნოემბერში კანომდებლობის სრული დაცვით შემოვიდა. დეტალებზე საუბრისგან შპს-ში თავი შეიკავეს.

სახიფათო შპროტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელ ხაზზე შეუძლიათ ნომერზე: 2 91 91 67

სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის, კახა სოხაძის განცხადებით, აღნიშნული ნივთიერება კანცეროგენია, თუმცა სახიფათო შპროტის მიღება პირდაპირ მოწამვლას არ გამოიწვევს.

"რომ გითხრათ, რომ პირდაპირ მოწამვლას გამოიწვევს - ეს ასე არ არის. დროთა განმავლობაში, გარკვეული დოზით უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ შემდგომში ჯანმრთელობის გარკვეული ცვლილება გამოიწვიოს. ეს უბრალოდ შეფასებულია, როგორც ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხე და ნორმირებულია სურსათში მისი შემცველობა. ბენზ(ა)პირენი კანცეროგენია, გადაჭარბებული დოზით, დიდი ხნის განმავლობაში მისმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კანცეროგენული, სიმსივნური ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში", - აღნიშნა კახა სოხაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული ნივთიერების ერთჯერადად მიღება საფრთხეს არ წამოადგენს. საფრთხე გარკვეული დროის განმავლობაში, გარკვეული დოზის მიღების შემდეგ იქმნება. ამასთან, სურსათის დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, კონკრეტული ადამიანი სახიფათო თევზის შპროტს ინტენსიურად ვერ მიირთმევდა, რადგან მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2500 ქილა იყო შემოსული.

რაც შეეხება იპორტიორის მიერ შემოტანილ შპროტის ახალ პარტიას, როგორც კახა სოხაძემ განმარტა, მათ დაევალათ დარწმუნდნენ და მწარმოებლისგან მიიღონ გარანტიები, რომ ახალი პარტიები საფრთხეს არ შეიცავს და მათი რეალიზება შემდგომ მოახდინონ.