ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა D ვიტამინი
გადაჭარბებულად არ შევაფასოთ მისი მნიშვნელობა. 500 000-ზე მეტი ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ვიტამინი მოტეხილობის პრევენციას ვერ ახდენს.
მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ არ არსებობს კავშირი სისხლში D ვიტამინის დონის მატებასა და მოტეხილობის რისკის შემცირებას შორის. ვიტამინი ასევე არ იძლეოდა მნიშვნელოვან უპირატესობას კუნთური ძალის ან ფიზიკური აქტივობის ზრდის კუთხით. მათი აზრით, D ვიტამინის სასარგებლო თვისებებზე მითი დაკავშირებულია ჯერ კიდევ 80-იან წლებში ჩატარებულ კვლევებთან.
რაც შეეხება ამ ვიტამინის დეფიციტს, ის უპირობოდ სახიფათოა. თუმცა, მეცნიერების აზრით, ვიტამინის თანამედროვე ნორმები ზედმეტად მომატებულია. „ნორმალური“ დონე შეიძლება ვარირებდეს 50-80 ნმოლი/ლ.-ს შორის. თუმცა, უკანასკნელი კვლევის თანახმად, 30 ნმოლი/ლ სრულიად საკმარისია. სრულფასოვანი დეფიციტის დიაგნოსტირება შესაძლებელია, თუ კონცენტრაცია 10 ნმოლ/ლ-ზე მეტად დაქვეითდა.
D ვიტამინის სიჭარბისას შეიძლება აღინიშნოს გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ გადახრები. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვიტამინი შეიძლება ორგანიზმში დაგროვდეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ წაქცევისა და მოტეხილობის რისკი იზრდება იმ პირებში, რომლებიც D ვიტამინს დიდი დოზოთ, 800 ერთეულზე მეტს იღებენ.
ლალი ჩხიკვაძე