ნეფროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ნეფროლოგია
თირკმლის გადანერგვა - ეს ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულთა გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს. 1933 წელს პირველად იქნა გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, თუმცა ორივე პაციენტი დაიღუპა. გარდაცვლილის თირკმლის გადანერგვა წარმატებით მხოლოდ 1954 წელს განხორციელდა. ამ თირკმელმა რამდენიმე წლის განმავლობაში იმუშავა. სწორედ ამ წარმატებული ოპერაციისთვის მიენიჭა 1990 წელს ჯოზეფ მიურეის მედიცინის სფეროში ნობელის პრემია. მისი ნაშრომები თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიის საფუძვლად მიიჩნევა.
სისხლის გაწმენდა ანტიკურ ეპოქაშივე აქტუალური სამედიცინო პრობლემა იყო. ამ მეტად რთული ამოცანის გადაჭრის გზებს მეცნიერები და მკვლევრები ასეულობით წლის განმავლობაში ეძებდნენ. დიალიზს ძალზე საინტერესო ისტორია აქვს, რომელსაც მოგვიანებით აუცილებლად მოგითხრობთ მედიცინის ისტორიის რუბრიკით, ამჯერად კი იმის თქმას დავჯერდებით, რომ ჰემოდიალიზი ურემიით მომაკვდავს პირველად 1924 წელს ჩაუტარა გერმანიაში ექიმმა გეორგ ჰაასმა (ურემია ორგანიზმის თვითმოწამვლაა დაავადებული თირკმელების მიერ მავნე ნივთიერებათა გამოძევების უნარის დაქვეითების გამო). დღეს ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი წარმატებით გამოიყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის - საქართველოშიც. სწორედ ამ რთულ და სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცედურაზე გვესაუბრება დიალიზის, ნეფროლოგიისა და ეფერენტული მეთოდებით მკურნალობის ცენტრის "ვია-ვიტას" ექიმი დიანა ჩადუნელი.
თირკმელკენჭოვანი დაავადება უძველესი დროიდან არის ცნობილი. არქეოლოგებმა ძველეგვიპტური მუმიების საშარდე გზებში კენჭები აღმოაჩინეს. არსებობს მონაცემები ამ დაავადების ქირურგიული მკურნალობის შესახებაც. თირკმელკენჭოვანი დაავადება ამჟამადაც ზედმიწევნით არის გავრცელებული. ამერიკის შეერთებული შტატების ბიუჯეტს ამ დაავადების მკურნალობა ყოველწლიურად მილიარდი დოლარი უჯდება. მიუხედავად თირკმლის ჭვალის მძიმე გამოცდილებისა, შეტევის მოხსნის შემდეგ მრავალი ჩვენგანი ექიმთან მისვლას აღარ ჩქარობს. არადა ამ დაავადებას შესაძლოა მძიმე გართულებები მოჰყვეს. ვესაუბრებით აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმ ნეფროლოგს, მედიცინის დოქტორს ქეთევან ცანავას.
"გლომერულონეფრიტი" - ეს დიაგნოზი ბევრისთვის წოლით რეჟიმთან, სითხის შეზღუდვასთან, მკაცრ დიეტასთან ასოცირდება. რა არის სინამდვილეში გლომერულონეფრიტი, რა იწვევს მას, როგორია დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები? ვის ემუქრება პიელონეფრიტი, როგორ ვუმკურნალოთ პაციენტს, რომელსაც თირკმელების უკმარისობა აქვს? ჩვენი მკითხველებისთვის საინტერესო ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მეოთხე კლინიკური საავადმყოფოს ნეფროლოგიური განყოფილების გამგე, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექსპერტი ნეფროლოგიაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი სოფიო ელიაშვილი.
ნივთიერებათა ცვლის სრული ციკლი ნორმალურად რომ წარიმართოს, აუცილებელია, საკვების დაშლისა და ათვისების კვალდაკვალ ორგანიზმიდან განუწყვეტლივ გამოიდევნოს ნივთიერებათა ცვლის უვარგისი ნარჩენები. თუ ისინი ორგანიზმში ნებადართულზე მეტხანს დარჩა, უამრავ პათოლოგიურ პროცესს დაუდებს სათავეს. სწორედ ამ ნივთიერებათა გამოძევება აკისრია ძალზე რთული აგებულების გამომყოფ სისტემას. იგი მხოლოდ კი არ ათავისუფლებს ორგანიზმს ნარჩენი პროდუქტებისგან, რომელთა უმეტესობა სიცოცხლისთვის სახიფათოა, არამედ მისი შინაგანი გარემოს მუდმივობასაც უზრუნველყოფს.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 7 - დან
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868