ნეფროლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ნეფროლოგია
თირკმლის გადანერგვა ქირურგიული ოპერაციაა, რომელიც თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა. თირკმლის პირველი გადანერგვა 1902 წელს ჩატარდა - ურემიით დაავადებულს ღორის თირკმელი გადაუნერგეს, 1933 წელს კი პირველად იქნა  გადანერგილი გარდაცვლილი ადამიანის თირკმელი, მაგრამ ორივე პაციენტი მოკვდა. გარდაცვლილის თირკმლის წარმატებით გადანერგვა მხოლოდ 1954 წელს მოხერხდა. ამ თირკმელმა რამდენიმე წელი იმუშავა. ამ წარმატებული ოპერაციისთვის ოზეფ მიურეიმ 1990 წელს ნობელის პრემია მიიღო. სწორედ მიურეის ნაშრომები დაედო საფუძვლად თანამედროვე ტრანსპლანტოლოგიას.
დიაბეტური ნეფროპათიატერმინ "ნეფროპათიით" აღინიშნება ამა თუ იმ დაავადებით გამოწვეული თირკმლების პათოლოგია. დიაბეტური ნეფროპათიის დროს, ისევე, როგორც რეტინოპათიის შემთხვევაში, ძირითადი მექანიზმი მცირე კალიბრის არტერიების დაზიანებაა. ამ დროს, ფაქტობრივად, ზიანდება თირკმლის ის აპარატი, რომელიც პლაზმის ფილტრაციასა და შარდის გამოყოფაზე აგებს პასუხს. დიაბეტური ნეფროპათიის დროს შეინიშნება თირკმლის უკმარისობის მოვლენები, რადგან დარღვეულია თირკმლის ფილტრაციული ფუნქცია. არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა) უფრო მეტად ამძიმებს დიაბეტური ნეფროპათიის მიმდინარეობას, რადგან ხელს უწყობს თირკმლის არტერიების უფრო მეტად შევიწროებას და არღვევს მათში სისხლის მიმოქცევას.
შარდმდენი ანუ დიურეზული საშუალებები ისეთი ნივთიერებებია, რომლებიც ორგანიზმიდან შარდის გამოყოფას აძლიერებენ, ხოლო ქსოვილებსა და სეროზულ ღრუებში სითხის ოდენობას ამცირებენ. წინათ მათ უმთავრესად ორგანიზმში სითხის შეკავებით მიმდინარე დაავადებათა სამკურნალოდ იყენებდნენ, განსაკუთრებით - სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის, ნეფროზული სინდრომისა და ღვიძლის ციროზის დროს. დღეს აღნიშნულ პრეპარატებს ფართოდ იყენებენ აგრეთვე გლაუკომის, ჰიპერტონიული და სხვა დაავადებების თერაპიაში. შარდმდენი საშუალებების მოქმედება დამოკიდებულია შარდის წარმოშობის შემდეგ პროცესებზე:  
ნაჩვენებია მე-5 გვერ 7 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით