რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ნეფროლოგია
ადამიანი ძალზე რთული სისტემაა. ერთი მხრივ, ის გარე სამყაროში ცხოვრობს, მეორე მხრივ კი - შინაგანში. ჩვენი მოთხოვნილებები, სურვილები, მიზნები, მისწრაფებები ამ ორი სამყაროს ურთიერთქმედების შედეგად ყალიბდება. თირკმელი, წყვილი ანატომიური წარმონაქმნი, ადამიანის ძირითადი გამომყოფი ორგანოა, რომელიც შარდის წარმომქმნელი ფუნქციის მეშვეობით არეგულირებს ორგანიზმის ქიმიურ ჰომეოსტაზს. დაშლის პროდუქტებით მდიდარი სისხლი თირკმელს არტერიით მიეწოდება. იქ ის იფილტრება, მავნე ნივთიერებებისგან იწმინდება და თირკმლის ვენით გამოდის. ფილტრატი შარდია, რომელიც შარდსაწვეთით შარდის ბუშტში ჩადის, გროვდება და შემდეგ შარდსადენით გარეთ გამოიყოფა. მარჯვენა თირკმელი, მარცხენასთან შედარებით, მოძრავია და უფრო დაბლა მდებარეობს.
უნდა გვახსოვდეს, რომ სამყარო ერთიანი სისტემაა, რომლის ნაწილები მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარე სამყაროს განვითარებასა და ცვლილებას. წუთით დავფიქრდეთ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე მეგაპოლისში ცხოვრება: ავტომობილი (შესაბამისად, მისი გამონაბოლქვი), კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ვიდეო, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მტვერსასრუტი, მაცივარი (შესაბამისი გამოსხივებით), უამრავი საოჯახო ტექნიკა, ათასგვარი საღებავი, ლაქი და ა.შ. - ყოველივე ის, რითაც გარემოცულია თანამედროვე ადამიანი, გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს. ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, მავნეა, ხოლო ყველა ერთად - საშინელება. ეს კოქტეილი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველია.
თურმე ჩვენი თირკმელები ტიტანურ შრომას ეწევიან. თავად განსაჯეთ: 1,5 ლ შარდის (ეს დღიური ნორმაა) წარმოსაქმნელად აუცილებელია, თირკმლის გორგლებმა სისხლიდან 170 ლ პირველადი შარდი გამოფილტრონ, საიდანაც 168,5 ლიტრი უკან, სისხლშივე ბრუნდება. ამ ფილტრატის წარმოსაქმნელად თირკმელებში დღე-ღამეში ორმა ტონა სისხლმა უნდა გაიაროს. შარდკენჭოვანი დაავადება (უროლითიაზი) ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევის გამო ვითარდება. ამის შედეგად თირკმელებსა და შარდგამომტან გზებში წარმოიქმნება სხვადასხვა ქიმიური თვისების, ფორმისა და ზომის კენჭები.
"ნეფრიტი" - ამ დიაგნოზს ხშირად იმეორებენ პაციენტები, თუმცა ადრე გადატანილი დაავადებების შესახებ ექიმთან საუბრისას მათ უმრავლესობას ძალიან უჭირს დააზუსტოს, ნეფრიტის რომელი ფორმა ჰქონდა. "ნეფრიტი" სიტყვასიტყვით თირკმლის ანთებით დაავადებას ნიშნავს. დღეს ეს ტერმინი თირკმლის ყოველგვარი გენეზის ანთებას მოიაზრებს. მათი კლინიკური სურათი, მიმდინარეობა და გამოსავალი სხვადასხვაგვარია და დაავადების მიზეზსა და მის სახეზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში ნეფრიტი თავისთავად უკუვითარდება და არავითარ პრობლემას არ იწვევს, თუმცა ზოგჯერ ის საკმაოდ სერიოზულ დაავადებად ყალიბდება. ეს შეეხება გლომერულონეფრიტის, მგლურას ნეფრიტის, პიელონეფრიტის შემთხვევებს.
ნაჩვენებია მე-4 გვერ 7 - დან
19 ივნისი 2018
სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ხმელთაშუაზღვის დიეტის წესების დაცვით მომზადებული კვირაში მხოლოდ სამი
19 ივნისი 2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის