კათეტერული აბლაცია - რა არის და როდის ტარდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კათეტერული აბლაცია - რა არის და როდის ტარდება

ფიზიკური აქტივობის დროს და შედარებით დაბალია მოსვენებისას.

გულის ნორმალური აქტივობა უზრუნველყოფს ორგანოების ჟანგბადით მდიდარი სისხლით მომარაგებას.

სპეციალიზებული უჯრედების ჯგუფი გულში ქმნის გამტარ სისტემას, რომელიც ატარებს გულში წარმოქმნილ ელექტრულ იმპულსებს და ამ გზით აკონტროლებს გულის თითოეული შეკუმშვის სიჩქარეს და რიტმს.

ელექტრული იმპულსის წარმომქნელ და გულის გამტარ სისტემაში პრობლემის არსებობისას, გულის რიტმი ირღვევა. ამ დარღვევას არითმია ეწოდება.

ტაქიკარდია არითმიის ისეთი ფორმაა, როცა გულის რიტმი ნორმალურზე სწრაფია.

ფიბრილაციის დროს გულის ცემა არარეგულარული და ამასთან ზოგჯერ სწრაფიცაა.

არითმიის ზოგიერთი ტიპის დროს შესაძლოა საჭირო გახდეს არითმიის გამომწვევი ქსოვილის აბლაცია(აბლაცია ნიშნავს მოწვას ან მოყინვას) კათეტერით, რაც ხელს შეუშლის არითმიის აღმოცენებას მომავალში.

ამ პროცედურის პირველ ეტაპზე ხდება საზარდულის მიდამოში მცირე უბნის გაყუჩება ერთი ჩხვლეტით, შემდეგ ექიმი მოათავსებს ღრუიან მოკლე მილს ბარძაყის ვენაში;

მომდევნო საფეხურია გრძელი დრეკადი მილის - კათეტერის შეყვანა ზემოთხსენებული ღრუიანი მილის გავლით სისხლძარღვში. კათეტერის გადაადგილება კონტროლდება მუდმივად.

კათეტერი აღწევს ქვემო ღრუ ვენას და ბოლოს შედის გულში. ექიმი კათეტერს მიმართავს იმ ადგილისკენ რომელიც იწვევს არითმიას. ამ უბნის ლოკალიზაციის დადგენა ხდება 3D რუკის მეშვეობით.

კათეტერის მწვერვალი გამოყოფს ცხელ ან ცივ ენერგიას აბლაციის განსახორციელებლად. გულის ქსოვილის ის ნაწილი (არითმიის გამომწვევი კერის), რომლის აბლაციაც ხდება, წყვეტს მუშაობას.

წინაგულოვანი არითმიის დროს, ექიმი ახდენს წინაგულის იმ უბნის აბლაციას, რომელიც იწვევს მას.

როდესაც გამომწვევი უბანი პატარა და კარგად მოსაზღვრულია, მის აბლაციას ეწოდება ფოკალური ანუ ადგილობრივი.

როდესაც სააბლაციო უბანი დიდია და იწვევს რიტმის კომპლექსურ დარღვევებს, ასეთ აბლაციას აბლაციით რემოდელირება ეწოდება.

აბლაციის მიზანია გულის ნორმალური რიტმის აღდგენა და არითმიის პრევენცია.

როდესაც არითმიის მიზეზი პარკუჭებია, ექიმი ატარებას პარკუჭის შესაბამისი ზონის ფოკალურ აბლაციას, ან აბლაციით რემოდელირებას.