საქართველოში, შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში, შესაძლოა, გულის იმპლანტაციის პროცედურა ჩატარდეს

ჩატარდეს (ხელოვნური პარკუჭის გზით). აღნიშნულთან დაკავშირებით, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს, სახელწოდებით „გულის უკმარისობის მკურნალობის უახლესი რეკომენდაციები და სტანდარტები ქართულ-გერმანული ურთიერთობის ფარგლებში“.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ინფორმაციით, კონფერენცია მნიშვნელოვანია მედიცინის ამ დარგის განვითარებისთვის, რომელიც მოიაზრებს საქართველოში, კონკრეტულად ბოხუას სახელობის კარდიოვასკუალურ ცენტრში და პირველად ამიერკავკასიაში, გულის იმპლანტაციის შესაძლებლობას (ხელოვნური პარკუჭის გზით), რომელიც გულის გადანერგვის ალტერნატივას წარმოადგენს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „კონფერენციაზე,ძირითადად, განხილული იქნება კლინიკური მართვის საკითხები,ისეთი გავრცელებული და სამწუხაროდ მრისხანე მდგომარეობის დაავადების, როგორიცაა გულის უკმარისობა. ეს მთელ მსოფლიოში,მათ შორის, საქართველოში სიკვდილიანობის მთავარი მიზეზია. ასეთი ტიპის კონფერენციები საშუალებას იძლევა, რომ ახალი ტექნოლოგიები სწრაფად დაინერგოს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

„ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი ბოლო რამდენიმე წელია აქტიურად თანამშრომლობს გერმანიის წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთან და ცდილობს, საქართველოში პაციენტებს შესთავაზოს გერმანული სტანდარტების სამედიცინო მომსახურება. ცენტრი "ვივო მედიქალ ჯგუფის" წევრი კლინიკაა. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი დღეს წარმოადგენს წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა“, - ნათქვამია ბოხუა სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.