როგორ და როდის კეთდება გულის მასაჟი (ვიდეო) - შენ შეგიძლია გადაარჩინო სიცოცხლე!
რომ აღდგეს გულის მუშაობა და გაგრძელდეს უწყვეტი სისხლის მიმოქცევა პერიფერიულ სისხლძარღვებში. გულის მასაჟი კეთდება გულის გაჩერების ნებისმიერ შემთხვევაში. გულის გაჩერების მიზეზი შეიძლება სხვადასხვა რამ იყოს, მაგალითად: კორონარული სისხლძარღვების სპაზმი, გულის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი, მძიმე ტრავმა, დენის დარტყმა და სხვა.
გულის გაჩერების ნიშნებია:
ცნობიერების დაკარგვა;
საძილე არტერიებზე პულსის გაქრობა;
სუნთქვის შეწყვეტა;
უეცარი კოლაფსი.
გულის გაჩერებისას პირველ რიგში დაუყოვნებლივ რეკავთ სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე. შემდეგ კი იწყებთ გულის მასაჟს (იხილეთ ვიდეო).
გულის მასაჟის ეფექტურობას დაადგენთ შემდეგი ნიშნებით:
- უგონოდ მყოფი ცდილობს ჩაისუნთქოს;
- საძილე ან ბარძაყის არტერიებზე ჩნდება პულსი;
- კანს უბრუნდება ფერი;
- გუგა ვიწროვდება;
- ხორხი სპონტანურად მოძრაობს.
დაიმახსოვრეთ! გულის მასაჟის ჩატარება არ შეიძლება, თუ მაჯაზე პულსი ისინჯება.