რაზე მიანიშნებს გულისცემის აჩქარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რაზე მიანიშნებს გულისცემის აჩქარება

ბევრი დაავადებისადმი მიდრეკილება, მათ შორის ისეთი დაავადებების აღმოცენება, როგორებიცაა მიოკარდიუმის ინფარქტი და სიმსივნური პათოლოგია.

პულსი (იგივე მაჯისცემა) გულის შეკუმშვათა ამსახველია და ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვან მარკერს წარმოადგენს - აღნიშნავენ მიუნხენის უნივერსიტეტის მკვლევარები. მათი დასკვნით გულისცემის სიხშირის ცვლილება ორგანიზმის ფუნქციობის დარღვევებთან პირდაპირ კორელაციაშია. შესაბამისად, გულისცემის სიხშირის მიხედვით შესაძლებელია ბევრი პათოლოგიის განსაზღვრა, მათ შორის მძიმე დაავადებებისაც.

კერძოდ, კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ თუ პულსის სიხშირე 1,5-ჯერ აღემატება ნორმას, ეს ინფარქტის მანიშნებელია. ერთ-ერთი შესწავლით ისიც დასაბუთებულია, რომ გულისცემის აჩქარება გარკვეულწილად შაქრიანი დიაბეტის განვითარების ნიშანიცაა. როდესაც გულისცემის სიხშირე 30 %-ით მცირდება, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ადამიანის ორგანიზმში ონკოლოგიური პათოლოგია აღმოცენდეს - აცხადებენ გერმანელი სპეციალისტები მრავალწლიან დაკვირვებებზე დაყრდნობით.

შეგახსენებთ, რომ პულსის სიხშირის ნორმული მაჩვენებლები მჭიდრო კავშირშია ადამიანის სქესთან და ასაკთან. ახალშობილს აჩქარებული გულისცემა აქვს, რაც მისთვის სრულიად ნორმალური და ფიზიოლოგიურია, დროთა განმავლობაში ასაკის მატებასთან ერთად პულსის სიხშირე კლებულობს, 50 წელს გადაცილებულ ადამიანებთან კი გულისცემის სიხშირე კვლავ იმატებს. Aარსებული მონაცემების მიხედვით უშუალოდ სიკვდილის წინ პულსი მკვეთრად ჩქარდება და შესაძლოა წუთში 160-საც კი გაუტოლდეს.

თინათინ გოცაძე

ასევე დაგაინტერესებთ