როგორ დავიცვათ თავი გულის შეტევისა და ინსულტისგან
მკვლევარების აზრით, კალიუმი არტერიების ელასტიურობასთან დაკავშირებულ გენზე მოქმედებს. როდესაც არტერიები ელასტიურობას კარგავს, ინფარქტისა და ინსულტის რისკი იზრდება.
სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს ცხიმების მაღალი შემცველობის დიეტის გამო, გულსისხლძარღვთა დაავადებებისადმი მიდრეკილ თაგვებზე. მღრღნელები ღებულობდნენ ცოტა, საკმარისი რაოდენობის ან ბევრ კალიუმს. კალიუმის დაბალი შემცველობის დიეტისას საცდელი ცხოველების არტერიები ელასტიურობას კარგავდენენ. საკმარისი რაოდენობით კალიუმის მიღების პირობებში, ელასტიურობის დაკარგვა ისეთი არსებითი არ იყო. იმ მღრღნელებში კი, რომელთა რაციონში ბევრი კალიუმი იყო, აორტა უფრო ელასტიური აღმოჩნდა. ლალი ჩხიკვაძე