პირველი დახმარება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პირველი დახმარება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს

ეს სიმპტომებია:

1. ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან - ეს უსიამოვნო შეგრძნება მოულოდნელად და შეტევისებურად აღმოცენდება. ამასთან, ტკივილმა შეიძლება მოიცვას ბეჭთაშუა არე, მარცხენა მხარი, მთლიანად მარცხენა ზედა კიდური, კისრის ნაწილი. ტკივილი შესაძლოა 20-30 წუთიდან ორ საათამდეც კი გაგრძელდეს.

2. სიფერმკრთალე და ჭარბი ოფლდენა - მიოკარდიუმის ინფარქტიანი ადამიანი სწრაფად ფერმკრთალდება და მთელ სხეულზე ცივი წებოვანი ოფლი ასხამს.

3. გულისწასვლა და მოსაზღვრე მდგომარეობანი - პრაქტიკულად ყოველთვის და განსაკუთრებით შეტევის პირველ ფაზაში მიოკარდიუმის ინფარქტიან ადამიანს შესაძლოა რამდენჯერმე “წაუვიდეს გული”. ხშირად დაზარალებულებს უმიზეზო შიში იპყრობს, ზოგჯერ კი სმენითი და ვიზუალური ხასიათის გაურკვეველი ჰალუცინაციები აღენიშნებათ.

4. არითმია და გულის უკმარისობა - მიოკარდიუმის ინფარქტიანი პაციენტების თითქმის ნახევარს აღენიშნება გულის უკმარისობის აშკარა ნიშნები, დაწყებული ქოშინითა და არაპროდუქტიული ხველით, დამთავრებული წინაგულების ფიბრილაციითა და გულის ხანმოკლე უეცარი გაჩერებით.

5. ნიტროგლიცერინის დაბალი ეფექტურობა - მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ ადამიანი არსებით (მნიშვნელოვან) გაუმჯობესებას ვერ გრძნობს. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები, სისხლძარღვთა გამაფართოებლები, მხოლოდ დამატებითი საშუალებების სახით შეიძლება გამოვიყენოთ ნარკოტიკულ ანალგეზიურ (ტკივილგამაყუჩებელ) პრეპარატებთან ერთად, ისიც - მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში.

გახსოვდეთ, მიოკარდიუმის ინფარქტი ზოგჯერ სხვა დაავადებებით ინიღბება:

  • გასტრალგიური ვარიანტი ძალიან წააგავს “მწვავე მუცელს” - აღინიშნება მუცლის ტკივილი, შებერილობა, ამასთან ერთად სისუსტე, არტერიული წნევის ვარდნა, ტაქიკარდია. რეალურ სურათს ნათელს მხოლოდ ელექტროკარდიოგრამა ჰფენს.
  • ასთმური ვარიანტი გულის არეში ძლიერი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს, პაციენტს ეწყება მოხრჩობა, რის გამოც მას სუნთქვის გამაადვილებელ პრეპარატებს აძლევენ, თუმცა ისინი შვებას ვერ ჰგვრის.
  • ცერებრული ვარიანტი ინსულტს მოგვაგონებს, შეინიშნება გონების დაბინდვა და მეტყველების აღრევა.
  • “მუნჯი” ინფარქტი ყოველგვარი ტკივილის გარეშე მიმდინარეობს. ის უფრო ხშირად შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში გვხვდება. ძლიერი დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვის (რომელიც უწინ პრობლემებს არ ქმნიდა) შემდეგ, შესაძლოა, ინფარქტის ერთადერთი ნიშანი იყოს.
  • დაძაბვის სტენოკარდია მიოკარდიუმის ინფარქტის კიდევ ერთი ნიღაბია. პაციენტთა 10%-ში მის უკან ინფარქტი იმალება. ამ კატეგორიის პაციენტებს ტკივილი მხოლოდ სიარულის დროს ეწყებათ. ისინი ხშირად თავად აკითხავენ ექიმს, საკუთარი ფეხით მიდიან კლინიკაში, სადაც ელექტროკარდიოგრაფიულად ინფარქტი უდასტურდებათ.

როგორ უნდა მოვიქცეთ სასწრაფო დახმარების მოსვლამდე

მიოკარდიუმის ინფარქტზე ეჭვის მიტანისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ამასთან, მაქსიმალურად შევეცადოთ დაზარალებულის პირველ დახმარებას.

პირველი დახმარება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, მოქმედებათა ალგორითმი

1. დაზარალებული მოათავსეთ სავარძელში ან საწოლში ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში ისე, რომ სხეულის ზედა ნაწილი მაქსიმალურად ამაღლებული ჰქონდეს - ამით გულზე დატვირთვას შეუმცირებთ. ინფარქტის დროს ხშირად პაციენტს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აწვენენ, რაც არასწორია, ნახევრად მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობა ამ დროს ყველაზე რაციონალურია, თუმცა ყოველივე მაინც სიტუაციაზეა დამოკიდებული. თუ პაციენტს დაბალი არტერიული წნევა, კანის ძლიერი სიფერმკრთალე, შენელებული და სუსტი ავსების პულსი (მაჯისცემა) აღენიშნება, უმჯობესია დააწვინოთ რამდენადმე თავდადაბლებულ მდგომარეობაში, ქოშინის შემთხვევაში კი აუცილებლად დასვით და ფეხები ჩამოაშვებინეთ.

2. დაამშვიდეთ პაციენტი ემოციურად, მიეცით ვალოკორდინი (რათა გულის შეკუმშვათა სიხშირეც რამდენადმე შეუმცირდეს).

3. აუცილებლად გამოაღეთ ფანჯარა, სუფთა ჰაერის მაქსიმალურად მისაწოდებლად შეუხსენით საყელო, ჰალსტუხი, ყელსახვევი, ქამარი, ნებისმიერი რამ, რაც უჭერს და დისკომფორტს უქმნის იმ მომენტში, განსაკუთრებით, თუ სწრაფი მოხრჩობის ნიშნები გამოუვლინდა.

4. აუცილებლად გადაუმოწმეთ პაციენტს არტერიული წნევა და პულსის სიხშირე - თუ ისინი ნორმაშია, მაშინ შეგიძლიათ მისცეთ ნიტროგლიცერინი ან ეუფილინი (ზემოთ მითითებულ პარამეტრთა მკვეთრად დაქვეითების შემთხვევაში აღნიშნულმა პროცედურებმა შესაძლოა დაუმძიმოს მდგომარეობა, გულის ფუნქციობის შეჩერებაც კი გამოიწვიოს). ნიტროგლიცერინი, ჩვეულებრივ, ტკივილის სრულად კუპირებას ვერ ახდენს, ამით განსხვავდება სწორედ ინფარქტის დროს აღმოცენებული ტკივილი სტენოკარდიული შეტევისათვის დამახასიათებელი ტკივილისაგან. ხშირად ამ კუთხითაც ცდებიან დამხმარენი - ტკივილი არ სუსტდება და უმალ ნიტროგლიცერინის მეორე აბს აძლევენ. გახსოვდეთ, ნიტროგლიცერინის განმეორებით მიცემა მხოლოდ 15-წუთიანი ინტერვალით შეიძლება. ნიტროგლიცერინი აუცილებლად უნდა მისცეთ პაციენტს ქოშინის შემთხვევაში, რადგან ის ტკივილზე მეტად სწორედ ქოშინს ამცირებს.

5. მიოკარდიუმის ინფარქტიან ადამიანს აუცილებლად მიეცით 250-300 მილიგრამი ასპირინი (თუ, რა თქმა უნდა, ალერგიული რეაქცია არ აღენიშნება). ასპირინის რამდენიმე აბი აქტიურად ათხევადებს სისხლს. სწრაფ ეფექტს იძლევა ასპირინის დაღეჭვა, ის პირის ღრუდან გაცილებით სწრაფად შეიწოვება.

6. თუ პაციენტს გულის გაჩერება, აგონალური ხასიათის სუნთქვა ან ამ უკანასკნელის შეწყვეტა შეატყვეთ, ან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოდის გონს, დაუყოვნებლივ დაიწყეთ ფილტვ-გულის რეანიმაცია. დეფიბრილატორის უქონლობისას მიმართეთ ხელოვნურ სუნთქვას, გულის არაპირდაპირ მასაჟს, უკიდურეს შემთხვევაში კი პრეკარდიულ მოკლე ძლიერ დარტყმას მუშტით გულმკერდის არეში. საბაზისო სქემა ასეთია - 15 ზეწოლა, ორი შესუნთქვა/გამოსვლა, ერთი დარტყმა-გაშვება, ყოველივე ეს მაქსიმუმ 10 წუთს ხორციელდება.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს სწორად და ოპერატიულად აღმოჩენილი პირველი დახმარებით პაციენტს თავიდან ააცილებთ შემდგომ გართულებებს, ზოგიერთ შემთხვევაში კი შეუნარჩუნებთ სიცოცხლეს! შეტევის დაწყებიდან პირველი 30 წუთის განმავლობაში დროულად და ადეკვატურად გატარებული მოქმედებები მნიშვნელოვნად ზრდის ზოგადი მკურნალობის დადებითი გამოსავლის შანსს, ასევე საგრძნობლად ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში შეუქცევადი ცვლილებების განვითარების რისკს.