მწვავე კორონარული სინდრომი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მწვავე კორონარული სინდრომი

რატომ ვითარდება მწვავე კორონარული სინდრომი

მწვავე კორონარული სინდრომის მიზეზია კორონარული ანუ გვირგვინოვანი სისხლძარღვებით გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის გარკვეული უბნისათვის სისხლის მიწოდების მკვეთრი დაქვეითება ან სრული შეწყვეტა. ნებისმიერი ქსოვილისათვის სისხლის მიწოდების უკმარისობას აღნიშნავენ ტერმინით იშემია. თუ კორონარული სისხლმომარაგება რამდენიმე წუთზე უფრო ხანგრძლივად მკვეთრად დაქვეითებული ან შეწყვეტილია, გულის ქსოვილი კვდება. მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლის სინონიმადაც ბოლო წლების უცხოურ ლიტერატურაში იყენებენ ტერმინს “გულის შეტევა”, არის იშემიის გამო გულის კუნთის გარკვეული უბნის კვდომა.

გულის კორონარული ანუ გვირგვინოვანი არტერიების დახშობის უხშირესი მიზეზი თრომბია. ჩვეულებრივ, არტერია, რომელშიც ინფარქტის გამომწვევი თრომბი წარმოიქმნება, უკვე ნაწილობრივ შევიწროებულია მის კედელზე დალექილი ქოლესტეროლისა და სხვა ცხიმიანი ნივთიერებებისაგან შემდგარი წარმონაქმნებით - “ათეროსკლეროზული ფოლაქებით”, ანუ ათერომით. ათერომა შეიძლება დაზიანდეს და გასკდეს. ამ დროს გამოიყოფა სისხლის ფირფიტების - თრომბოციტების ურთიერთშეწებებისა და თრომბის ფორმირების ხელშემწყობი ნივთიერებები. პაციენტთა დაახლოებით ორ მესამედში ერთ ან რამდენიმე დღეში თრომბი თავისთავად იხსნება, თუმცა ამ დროის განმავლობაში შეიძლება გულის კუნთის გარკვეული დაზიანება აღმოცენდეს.

იშვიათად გულის შეტევის (ინფარქტის) მიზეზია თავად გულში ჩამოყალიბებული თრომბის დაშლა და გვირგვინოვან სისხლძარღვში დაგაადგილება. მიოკარდიუმის ინფარქტის კიდევ ერთი იშვიათი მიზეზია გვირგვინოვანი სისხლძარღვების ძლიერი სპაზმი, რაც სისხლის მიწოდების შეწყვეტას იწვევს. სპაზმის მიზეზი კი შეიძლება გახდეს კოკაინი. ზოგჯერ მიოკარდიუმის ინფარქტის მიზეზი უცნობია.

მწვავე კორონარული სინდრომის კლასიფ იკაცია

ექიმები მწვავე კორონარული სინდრომის კლასიფიცირებისას ეყრდნობიან ელექტროკარდიოგრაფიულ მონაცემებს და დაზიანებული გულის კუნთიდან სისხლში გადასროლილი გარკვეული ნივთიერებების ლაბორატორიულ განსაზღვრას. ამ ნივთიერებებს მიოკარდიუმის დაზიანების ბიოქიმიურ მარკერებს უწოდებენ.

განასხვავებენ მწვავე კორონარული სინდრომის შემდეგ სახეებს:

  • არასტაბილური სტენოკარდია - ამ ტერმინში იგულისხმება სტენოკარდიის სიმპტომების ცვლილება - მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული ტკივილის, ქოშინის ან სტენოკარდიის სხვა გამოვლინების უფრო მეტად გახანგრძლივება ან/და გაძლიერება ან სტენოკარდიის სიმპტომების პირველად აღმოცენება. არასტაბილური სტენოკარდიის დროს პაციენტს არ აქვს გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) კარდიოგრაფიული და ლაბორატორიული სიმპტომები;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი სტ სეგმენტის ელევაციის გარეშე - ამ შემთხვევაში დიაგნოზი ემყარება კლინიკურ და ლაბორატორიულ ცვლილებებს, ხოლო კარდიოგრამაზე დამახასიათებელი ცვლილებები არ ვლინდება;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი სტ სეგმენტის ელევაციით - პაციენტის სიმპტომებს თან ახლავს კარდიოგრამისა და ლაბორატორიული ტესტების დამახასიათებელი ცვლილებები.

მწვავე კორონარული სინდრომის ზუსტი კლასიციფირება უმნიშვნელოვანესია, რადგან მისი სახე განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას.

როგორ ვლინდება მწვავე კორონარული სინდრომი

მწვავე კორონარული სინდრომის სამივე ფორმის გამოვლინება ერთნაირია, შესაბამისად, მათი განსხვავება კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით შეუძლებელია.

არასტაბილური სტენოკარდია ვლინდება მკერდის ძვლის უკან ან მის ქვემოთ ტკივილის, ზეწოლის, მოჭერის შეგრძნებით. სტაბილური სტენოკარდიისას კი ჩივილის ხასიათი შეცვლილია - აღწერილი სიმპტომები უფრო გახშირებული და გახანგრძლივებულია, აღმოცენდება შედარებით ნაკლები დატვირთვისას. დაახლოებით სამიდან ორ ადამიანს, რომელსაც გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი) უვითარდება, ამ მომენტამდე რამდენიმე დღით ან კვირით ადრე აქვს არასტაბილური სტენოკარდია, ქოშინი ან სისუსტე. სტენოკარდიის ჩვეული მიმდინარეობის აღწერილი ცვლილება კულმინაციას გულის შეტევის დროს აღწევს.

ჩვეულებრივ, გულის შეტევის ყველაზე ცნობილი სიმპტომია - ტკივილი მკერდის ძვლის უკან, რაც შეიძლება ვრცელდებოდეს ზურგის, ქვედაყბის, მარცხენა ხელის მიმართულებით. იშვიათად ტკივილი შეიძლება მარჯვენა ხელსაც მოიცავდეს. ზოგჯერ ტკივილი გულმკერდში საერთოდ არ ვლინდება და ლოკალიზებულია მითითებულ ერთ ან ორ არეში. გულის შეტევის (მიოკარდიუმის ინფარქტის) ტკივილი სტენოკარდიის ტკივილის მსგავსია, თუმცა გაცილებით ძლიერი, უფრო ხანგრძლივი და მოსვენებით ან ნიტროგლიცერინის მიღებით არ იხსნება.

იშვიათად ტკივილი შეიძლება ლოკალიზებული იყოს მუცლის ზედა ნაწილში, რაც შეიძლება შეცდომით ეჭვს ბადებდეს კუჭ-ნაწლავის დაავადებაზე, მით უფრო, რომ ბოყინს პერიოდული გაუმჯობესება მოაქვს. ჯერ კიდევ უცნობი მიზეზებით ქალებს ხშირად განსხვავებული, ძნელად საიდენტიფიკაციო ჩივილები აქვთ.

პაციენტთა ერთ მესამედს მიოკარდიუმის ინფარქტის დროს (გულის შეტევა) ტკივილი არ აქვს. ეს უფრო ხშირია ქალების, აფროამერიკული წარმოშობის, ასაკოვანი - 75 წლის ზემოთ ადამიანების შემთხვევაში და იმ დროს, თუკი პაციენტს აქვს გულის უკმარისობა ან დიაბეტი, გადატანილი აქვს ინსულტი.

მიოკარდიუმის ინფარქტის სხვა სიმპტომებია გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა, უეცარი ძლიერი ოფლიანობა, გულისრევა, ქოშინი, გულისცემის გახშირება. ტკივილისას პაციენტი შეიძლება მოუსვენრობდეს, ოფლიანობდეს, შფოთავდეს, მოცული იყოს სიკვდილის შიშით. შესაძლოა გამოვლინდეს ტუჩების, მტევნების, ტერფების სილურჯეც (ციანოზი).

ხანშიშესულ პაციენტებს აქვთ უჩვეულო სიმპტომები. უხშირესი ცხადი სიმპტომია ქოშინი. ზოგჯერ სიმპტომები საკვებით მოწამვლის ან ინსულტის სურათის მსგავსია. შესაძლოა თავი იჩინოს დეზორიენტაციამ. ამავე დროს, ხანშიშესულ პაციენტთა ორ მესამედს მიოკარდიუმის ინფარქტი, ახალგაზრდა პაციენტთა მსგავსად, გულმკერდში ტკივილით გამოუვლინდება. აღსანიშნავია, რომ ხანშიშესული პაციენტები უფრო გვიან ხვდებიან სტაციონარში, ვიდრე ახალგაზრდები, რადგან ძნელად აღიარებენ, რომ ცუდად არიან.

აღწერილი საკმაოდ თვალსაჩინო სიმპტომების მიუხედევად, ყოველი ხუთი პაციენტიდან ერთს მიოკარდიუმის ინფარქტის დროს უმნიშვნელოდ გამოხატული სიმპტომები აქვს ან დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ასეთ შემთხვევებში ყურადღებას იპყრობს გარკვეული დროის შემდეგ ჩატარებული ელექტროკარდიოგრაფიით გამოვლენილი ცვლილებები.

გართულებები

მწვავე კორონარული სინდრომის გართულებები დამოკიდებულია ბლოკირებული (დახშული) გვირგვინოვანი სიხლძარღვების რაოდენობაზე, სიგრძეზე, მდებარეობაზე. ეს ფაქტორები განაპირობებს გულის კუნთის - მიოკარდიუმის დაზიანების ხასიათს. გულის კუნთის დიდი ნაწილის დაზიანებისას ირღვევა გულის მიერ სისხლის გადატუმბვის ფუნქცია. თუ დაზიანების არე მოიცავს გულის გამტარ სისტემას, ვითარდება არითმია.

გულის უკმარისობა

მიოკარდიუმის ინფარქტისას გულის კუნთის გარკვეული ნაწილი კვდება. ის თანდათან ჩანაცვლდება ნაწიბუროვანი ქსოვილით, რომლის კუმშვადობა არ შეესაბამება გულის კუნთის კუმშვას. ზოგჯერ გულის შეკუმშვისას ნაწიბუროვანი ქსოვილი გამოიდრიკება. ამ ცვლილებების გამო გული ვეღარ უზრუნველყოფს ორგანიზმში სისხლის ნორმალურ მოძრაობას და ორგანოებიც ვეღარ იღებენ საჭირო ჟანგბადს - ვითარდება გულის უკმარისობა, ქვეითდება წნევა.

დაზიანებული გული შეიძლება გაგანიერდეს, რითაც ნაწილობრივ კომპენსირდება მისი დაქვეითებული კუმშვა, თუმცა აღნიშნული ცვლილება ზრდის გულის რიტმის დარღვევის ალბათობას.

გულის რიტმის დარღვევა

არითმია ანუ გულის რიტმის დარღვევა მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევათა 90%-ში ვითარდება. როგორც აღვნიშნეთ, ამის მიზეზი გულის ელექტრული სისტემის დაზიანებაა. თუ დაზიანება მოიცავს გულის გამტარ სისტემას, შეიძლება გულის რიტმი გაიშვიათდეს. ზოგჯერ ვითარდება ჩქარი გულისცემა ან ირღვევა რიტმულობა. არ არის გამორიცხული სიცოცხლისათვის საშიში არითმია ან გულის გაჩერება.

ზემოთქმულთან ერთად არითმიას ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ გულის კუნთის ნაწილი, რომელსაც სისხლი ცუდად მიეწოდება, მაგრამ დანეკროზებული (მკვდარი) არ არის, ძალიან ადვილად აღიგზნება. ეს კი არითმიის აღმოცენებას ეხმარება. ერთი მხრივ, არითმია აუარესებს გულის როგორც ტუმბოს ფუნქციას, მეორე მხრივ კი, შეიძლება გულის გაჩერების მიზეზი გახდეს.

სხვა გართულებები

მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ დღეებშივე ან მისი გამოვლინებიდან 10 დღიდან 2 თვემდე ინტერვალში შეიძლება განვითარდეს პერიკარდიტი - გულის პერანგის, მისი მფარავი სეროზული გარსის ანთება. პერიკარდიტი უფრო ხშირი იმ პაციენტებშია, რომელთაც არ ჩატარებიათ ინვაზიური ჩარევა (სტენტირება) ან შუნტირება. პაციენტები იშვიათად ამჩნევენ პერიკარდიტის ადრეულ სიმპტომებს, ვინაიდან მთელი ყურადღება გულის შეტევისკენაა მიმართული. ზოგჯერ პერიკარდიუმის ღრუში გროვდება მცირე რაოდენობით სითხე. მოგვიანებით აღმოცენებულ პერიკარდიტს დრესლერის სინდრომს უწოდებენ. მისი გამოვლინებებია ცხელება, პერიკარდიუმში სითხე, ფილტვის მფარავი სეროზული გარსის - პლევრის ანთება, ზოგჯერ პლევრაში სითხის დაგროვება, სახსრების ტკივილი.

მიოკარდიუმის ინფარქტის შესაძლო გართულებებია: მიტრალური სარქვლის ფუნქციიის დარღვევა, გულის კუნთის გასკდომა, პარკუჭის ანევრიზმა, სისხლის შედედება და ემბოლია, წნევის დაქვეითება. მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ხშირია ნევროთულობა, დეპრესია. დეპრესია შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყოს.