რატომ ეკრძალებათ გულით ავადმყოფებს კანფეტები და ტკბილეული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ეკრძალებათ გულით ავადმყოფებს კანფეტები და ტკბილეული

ეს უკანასკნელი ნორმას არ უნდა აჭარბებდეს. განსაკუთრებით საყურადღებოა რაფინირებული ნახშირწყლების (შაქარი, ტკბილეული, ცომეული, ხილის წვენები) მიღების კონტროლი. ეს ორი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი:

1) ჯერ ერთი, ასეთი ნახშირწყლებით მდიდარი პროდუქტები მეტად კალორიულია. თუ მათ დიდი რაოდენობით მიირთმევთ, შესაძლოა ჭარბი წონის პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ. დიდი მასის სხეულის სისხლით მომარაგებისთვის კი გულს მეტი დატვირთვა აწვება, მეტი ჟანგბადი ესაჭიროება, გულის იშემიური პათოლოგიის დროს კი, მოგეხსენებათ, ისედაც აღინიშნება ჟანგბადოვანი შიმშილი. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყოველი ზედმეტი კილოგრამის დაგროვებისას, ღვიძლს 20 მგ-ით მეტი ქოლესტერინის გამომუშავება უწევს, შესაბამისად, კორონარული (გულის გვირგვინოვანი) არტერიები სულ უფრო მეტად ზიანდება ათეროსკლეროზით. 2) მეორეც - გულის იშემური პათოლოგიის დროს პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ გლუკოზის ათვისების პრობლემა. არც ისე დიდი ხნის წინ ჩატარდა მასშტაბური კვლევა, რომლის დროსაც სპეციალისტებმა 25 ქვეყნის პაციენტთა (გულის იშემიური პათოლოგიის მქონე) მდგომარეობა გააანალიზეს. მამაკაცთა 73 %-ს და ქალთა 81 %-ს აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი ან პრედიაბეტი (დიაბეტის წინა მდგომარეობა). თუ ამ მდგომარეობათა კორექტირება არ მოხდება, გულთან დაკავშირებული პრობლემები გაღრმავდება, შესაძლოა განვითარდეს მხედველობის პრობლემები, თირკმელებისა და ნერვული სისტემის დაავადებები. ამიტომაც ასეთ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია, შეამცირონ ან სრულად ამოიღონ რაციონიდან რაფინირებული ნახშირწყლები.

იმ პირებმა, რომლებსაც აღენიშნებათ გულის პრობლემები, მაგრამ არ ემუქრებათ სიმსუქნე და გლუკოზის ცვლის მოშლა, შეიძლება მიიღონ შაქარი, კანფეტები და სხვა მსგავსი პროდუქტები, მაგრამ აუცილებლად შეზღუდული რაოდენობით. ნახშირწყლების 80-90 %-ის მიღება სასურველია ბოსტნეულიდან და მარცვლეულიდან, შაქრის მხოლოდ 10 %-ის ტკბილეულიდან და ცომეულიდან მიღებაა დასაშვები. დღეში რეკომენდებულია 300-500 გრ ნახშირწყლის მიღება, გამომდინარე იქიდან, რამდენად მოძრავია ადამიანი.

თინათინ გოცაძე