გულის ყველაზე მძიმე შეტევაც კი პრობლემა აღარ იქნება
ტექნოლოგიის გამოცდა უკვე ჩატარდა: დანაწიბურება შემცირდა 40%-ით, მაშინ, როდესაც სტანდარტული თერაპია 5-10%-ის დონეზე იძლევა შედეგს. ექიმების აზრით, ეს ნამდვილი გარღვევაა. შესაძლებელია ღეროვანი უჯრედების ინექციით გულის გადანერგვის აუცილებლობაც მოიხსნას დღის წესრიგიდან.
უჯრედების შეყვანის პროცედურა 2012 წლის ნოემბერსა და 2013 წლის სექტემბერს შორის პერიოდში 11 პაციენტს ჩაუტარდა. ყველა პაციენტი იმყოფებოდა გულის უკმარისობის ტერმინალურ სტადიაში, როდესაც, გულის კუნთი ვეღარ ასრულებდა ფუნქციებს, ელემენტარული მოქმედებაც კი პაციენტებისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა და იწვევდა ქოშინს, ხოლო მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა რამოდენიმე თვით განისაზღვრებოდა. თუმცა, დღეისთვის ყველა მათგანი ცოცხალი და საკმაოდ აქტიურია. ღეროვანმა უჯრედებმა გულის კუნთის ეფექტური რეგენერაცია მოახდინა.
ლალი ჩხიკვაძე