ყავის მოყვარულებს ინფარქტი უკეთ გადააქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყავის მოყვარულებს ინფარქტი უკეთ გადააქვთ

ვიდრე ისინი, რომლებიც იშვიათად ან საერთოდ არ მიირთმევდნენ ამ სასმელს. ბოსტონელმა მეცნიერმა კენეტ მუკამალმა თანაავტორებთან ერთად შეისწავლა იმ 1369 პაციენტის მონაცემები, რომლებმაც 1992-1994 წლებში მიოკარდიუმის ინფარქტი გადაიტანეს.

მათ 7-10 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. ამ ხნის მანძილზე 289 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემთა გაანალიზების შედეგად გაირკვა, რომ მათ, ვინც დღეში 1-დან 3-მდე, 5-დან 7-მდე და 7 ფინჯანზე მეტ ყავას სვამდა, ინფარქტის შემდეგ გარდაცვალების ალბათობა, შესაბამისად, 32, 44 და 47 პროცენტით ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ყავას საერთოდ არ სვამდა.