რატომ ფრიალებს გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ ფრიალებს გული

როგორ მუშაობს გული, ჯანმრთელი ადამიანი ვერ ამჩნევს, მაგრამ თუ შეკუმშვათა რიტმი დაირღვა, უმალვე გრძნობს. “გული მიფრიალებს!” - ამბობენ ამ დროს. გულის ფრიალის ობიექტური მიზეზი არითმიაა - გულის კუნთის შეკუმშვათა ნორმალური რიტმის ცვლილება. ადამიანის ნორმალურ გულისცემას პულსს ვუწოდებთ, რომელსაც, ჩვეულებრივ, მაჯაზე ხელის დადებისას რიტმულ ბიძგებად შევიგრძნობთ. არითმია, გულის რიტმული მუშაობის დარღვევა, პულსის გასინჯვის დროსაც იგრძნობა, ამიტომ ხალხში მას პულსის გამოვარდნასაც უწოდებენ.

გულის ფრიალის მიზეზები

გულის ფრიალი და გულისცემის შეგრძნება ყოველთვის გულის დაავადების ნიშანი არ არის - ზოგი ადამიანი გულისცემას გულის რიტმის სერიოზული დარღვევის გარეშეც გრძნობს, თუმცა პულსის გამოვარდნა დისკომფორტს იწვევს. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც გულის განმეორებადი და რეგულარული ფრიალის უყურადღებოდ დატოვება არაფრით არ შეიძლება. გულის ფრიალი შესაძლოა განპირობებული იყოს შემდეგი ფაქტორებით:

  • შფოთვით, სტრესით, პანიკური შიშით, ისტერიკით;
  • კოფეინისა და ნიკოტინის ჭარბი მოხმარებით, კოკაინის ან სხვა აკრძალული ნივთიერებების მოხმარებით;
  • არარაციონალური დიეტით;
  • არანორმირებული ფიზიკური დატვირთვით;
  • ცხელებით;
  • ზოგჯერ ეს კარდიული რეფლექსი შინაგანი ორგანოების დაავადებითაა პროვოცირებული, უმთავრესად - მუცლის ღრუდან, და ქოლეცისტიტის, გასტრიტისა და პანკრეატიტის ქრონიკულ თუ მწვავე მიმდინარეობას უკავშირდება.

გაგიკვირდებათ და მას შესაძლოა ხერხემლის ისეთმა პათოლოგიებმაც გაუწიოს პროვოცირება, როგორიცაა სკოლიოზი, ოსტეოქონდროზი, მალათაშუა დისკოს გამოვარდნა ხერხემლის სვეტიდან და სხვა.

საგულისხმო მიზეზები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები

გულის ფრიალი შესაძლოა გულის რომელიმე უკვე არსებული პათოლოგიით იყოს გამოწვეული, მაგალითად:

  • გულის გარსების ანთებითი დაზიანებით (მიოკარდიტი, ენდოკარდიტი, პერიკარდიტი);
  • გულის უკმარისობით;
  • გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით;
  • გულის სარქველების დაზიანებით.

მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები

მნიშვნელოვანი რისკფაქტორებია:

  • შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერქოლესტერინემია და სხვა;
  • სისხლში იმ ელექტროლიტების დისბალანსი, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს სისხლის ნორმალურ მიმოქცევაში. ასეთებია კალიუმი, ნატრიუმი და კალციუმი;
  • თირეოტოქსიკოზი;
  • ანემია.

ორგანიზმის ინტოქსიკაცია

  • ქიმიური საშუალებებით;
  • მედიკამენტური - შარდმდენი, ანტიარითმიული და საფაღარათო - საშუალებებით;
  • საკვებით;
  • ინფექციური აგენტებით;
  • ალკოჰოლით, კოფეინით, ნიკოტინით და სხვა.

სხვა მიზეზები

  • ფსიქოემოციური გადაძაბვა, ცენტრალური ნერვული ან ვეგეტატიური ნერვული სისტემის ესა თუ ის პათოლოგია;
  • სხეულის ტემპერატურის მკვეთრი დაქვეითება, გადაცივება;
  • ემოციურ-ნევროზული ფონი.

რა არის ტაქიკარდია?

ტაქიკარდია მდგომარეობაა, როდესაც გულის შეკუმშვათა რიცხვი სხეულის ნორმალური ტემპერატურის პირობებში მოსვენებისას წუთში 80 დარტყმას აღემატება, ხოლო ფეხზე დგომისას - წუთში 100-ს. ტაქიკარდიის დროს პულსმა შესაძლოა წუთში 150 დარტყმას მიაღწიოს. ტაქიკარდია ნორმალურად ითვლება:

  • ფიზიკური დატვირთვის;
  • ნერვული გადაძაბვის;
  • სხეულის ტემპერატურის მატების დროს.

იმ პირებს, რომლებიც რეგულარულად ვარჯიშობენ და ფიზიკურად შრომობენ ან იღებენ გულის რიტმის შემანელებელ მედიკამენტებს, გულისცემის სიხშირე შესაძლოა წუთში 55 შეკუმშვამდე და უფრო მეტადაც შეუმცირდეთ. გულის ფრიალი, ჩვეულებრივ, არ არის საშიში, თუ თან არ ახლავს რომელიმე ზემოხსენებულ პათოლოგიურ პროცესს და მის კლინიკურ გამოხატულებას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ის გულის არანორმალური რიტმის ანუ არითმიის სიმპტომია და რეგულარული ხასიათი აქვს, კარდიოლოგთან დროული ვიზიტი და სათანადო მკურნალობა აუცილებელია.