მედიკამენტებით გამოწვეული გულის ფრიალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მედიკამენტებით გამოწვეული გულის ფრიალი

- ქალბატონო ხათუნა, ხშირად მოგმართავენ გულის ფრიალით შეწუხებული პაციენტები?

- დიახ, ბევრი უჩივის გულის ფრიალს. “გულის ფრიალი”, რა თქმა უნდა, არ არის სამედიცინო ტერმინი. ის უბრალოდ იმ სუბიექტური შეგრძნების აღმნიშვნელი სიტყვაა, რომელსაც არითმია იწვევს. არითმია სხვადასხვა სახისაა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ელექტროკარდიოგრამით დადგინდეს მისი ტიპი და სიხშირე. შესაძლოა, არითმია არ აღინუსხოს ელექტროკარდიოგრამის (ეკგ-ს) რეგისტრაციის დროს. ამ შემთხვევაში საჭიროა 24-საათიანი ეკგ-ს ჩანაწერი. ყველაზე ხშირად პაციენტებს აღენიშნებათ ექსტრასისტოლური (წინაგულოვანი, კვანძოვანი ან პარკუჭოვანი) არითმია. შედარებით იშვიათად გვხვდება წინაგულების თრთოლა-ციმციმი, სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმები და კიდევ უფრო იშვიათად - სიცოცხლისთვის საშიში პარკუჭთა ფიბრილაცია. არითმიის გამომწვევი მიზეზიც უამრავია: გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, საჭმლის მომნელებელი ტრაქტისა და ენდოკრინული პრობლემები, ანემია, ნერვული სისტემის პათოლოგიები, ელექტროლიტების დისბალანსი. ზოგჯერ არითმიას იწვევს წამალიც, თუნდაც მცენარეული, განსაკუთრებით - არარაციონალური გამოყენების შემთხვევაში.

- სახელდობრ, რომელი მედიკამენტები არღვევს გულის რიტმს, რომლები უნდა დაინიშნოს სიფრთხილით?

- პაციენტებთან, რომლებიც ხაგრძლივად და რეგულარულად იღებენ შარდმდენებს (მაგალითად, ფუროსემიდს, ჰიპოთიაზიდს), ექსტრასისტოლების აღმოცენების მიზეზად ხშირად იქცევა სისხლში კალიუმის დეფიციტი. შარდმდენები ორგანიზმიდან გამოაძევებს არა მარტო ჭარბ სითხეს, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელ ელექტროლიტებსაც - კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, მათი დეფიციტი კი ხელს უწყობს ექსტრასისტოლების (წინაგულების თრთოლა-ციმციმის) აღმოცენებას. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ანტიარითმიული პრეპარატების დანიშვნისას. მით უფრო დაუშვებელია თვითმკურნალობა, რადგან ზოგი ამ პრეპარატთაგანი ახანგრძლივებს Qთ ინტერვალს და ზრდის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკს. პრეპარატები, რომელთაც დადგენილი აქვთ პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარების რისკი: ამიოდარონი, დარიშხანის ტრიოქსიდი, ბეპრიდილი, ქლოროქინი, ცისაპრიდი, კლარითრომიცინი, დიზოპირამიდი, დოფეტილიდი, დომპერიდონი, დროპერიდოლი, ერითრომიცინი, ჰალოფანტინი, ჰალოპერიოდოლი, იბუტილიდი, ლევომეთანდილი, მეტადონი, პროკაინამიდი, ქინიდინი, სოტალოლი, სპარფლოქსაცინი, თიორიდანი. ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად, დიგოქსინის გვერდითი ეფექტი შესაძლოა იყოს არითმიის (უმეტესად - პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების, პარკუჭოვანი ტაქიკარდიის, კვანძოვანი რიტმის აჩქარების), ასევე მკვეთრი ბრადიკარდიის ან AV ბლოკადის განვითარება. ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატი, მაგალითად, ნიფედიპინი, იწვევს გულისცემის გახშირებას, რაც პაციენტში გულის ფრიალის შეგრძნებას იწვევს. ამიტომაც უნდა ვერიდოთ მის დანიშვნას ისეთ პაციენტებთან, რომლებსაც ისედაც აღენიშნებათ აჩქარებული გულისცემა. გულის ფრიალის მიზეზი შეიძლება იყოს არა მარტო პულსის აჩქარება ან არითმია, არამედ პულსის შენელება - ბრადიკარდიაც (გულის შეკუმშვათა სიხშირე ამ დროს წუთში 60 შეკუმშვაზე ნაკლებია). ბრადიკარდია ასევე შეიძლება გამოიწვიოს AV კვანძის ბლოკატორებმა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ბეტა-ბლოკერები (პროპანოლოლი, ატენოლოლი, ბისოპროლოლი, კარვედილოლი, ნებივოლოლი), კალციუმის ანტაგონისტები (დილთიაზემი, ვერაპამილი), საგულე გლოკოზიდები (დიგოქსინი). პაციენტი, რომელიც ამა თუ იმ პრეპარატით მკურნალობს, ექიმმა უნდა გააფრთხილოს წამლის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების შესახებ, ხოლო მათი გამოვლენის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს. თვითმკურნალობა და მედიკამენტის დოზის თვითნებური კორექცია დაუშვებელია.