რომელი საკვებია სასარგებლო და არასასურველი ჰიპერტონიით დაავადებულთათვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საკვებია სასარგებლო და არასასურველი ჰიპერტონიით დაავადებულთათვის

სასურველი პროდუქტებია:

მზესუმზირასა და სიმინდის ზეთი, ქათმისა და ინდაურის კანგაცლილი ხორცი, კვერცხის შემწვარი ცილა, ნაღებმოხდილი რძე, მაწონი, ხაჭო, უცხიმო ყველი, თეთრი უცხიმო თევზი, ხილი, პარკოსნები, მოხარშული კარტოფილი, რუხი პური, შვრიის, სიმინდის ფაფები, ჩაი, სუსტი ყავა, მინერალური წყლები, უშაქრო სასმელი, ხილის წვენები, თაფლი, მწვანილი.

ზომიერად დასაშვები პროდუქტებია:

კარაქი, პოლიუჯერი ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე მარგარინი, ძროხის, ღორისა და ცხვრის ხორცი, საშუალოდ ცხიმიანი ყველი, ზეთში შემწვარი თევზი, შემწვარი კარტოფილი, ნუში, თეთრი ფქვილი, ტკბილი ფაფები, ტორტები, უცხიმო შოკოლადი.

არასასურველი პროდუქტებია:

ზეითუნის ზეთი, ცხიმიანი ხორცი, ძეხვი, იხვის, ბატის ხორცი, ქათმისა და ინდაურის კანი, რძე, არაჟანი, ცხიმიანი ყველი, უმაღლესი ხარისხის ფქვილის პური, ფუნთუშები და ნაჯერ ცხიმებზე დამზადებული კერძები, მაგარი ყავა. კატეგორიულად აკრძალულია შემწვარი კერძისთვის გაზიანი გამაგრილებელი სასმლის დაყოლება. შესამჩნევ უკეთესობას იგრძნობთ, თუ შეამცირებთ რაციონში ცხოველური საკვების წილს და გაზრდით მცენარეულისას.

ერიდეთ მარილს

ჰიპერტონიკთა ცხოვრების წესში განსაკუთრებული ადგილი უკავია სუფრის მარილს - მასთან დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ, კერძები უმარილოდ მიირთვათ, ერიდეთ მწნილეულს, შაშხს, თევზს, კონსერვებს. ორგანიზმში ამ პროდუქტებთან ერთად მოხვედრილი მარილი სითხეს აკავებს და თირკმელებს ჭარბი წყლის გამოყოფაში ხელს უშლის, სისხლში წყლის მომატებული კონცენტრაცია კი ზრდის არტერიულ წნევას.

სხეულის მასის კონტროლი

ჰიპერტონიით დაავადებულები მუდმივად უნდა იკონტროლებდნენ სხეულის მასას, განსაკუთრებით - სიმსუქნისკენ მიდრეკილები. ჭარბი წონა აპროვოცირებს სისხლძარღვთა სანათურში ათეროსკლეროზული ფოლაქების ჩამოყალიბებას, რომლებიც ჰიპერტონიით დაავადებულთა მრისხანე მტერია. ჭარბი ცხიმოვანი ფენა აწვება სისხლძარღვებს და კაპილარულ სისხლის მიმოქცევას აფერხებს. ზედმეტი კილოგრამების მოცილება უმჯობესია ისეთ საკვებზე უარის თქმით, რომლებიც მდიდარია ნახშირწყლებითა და ცხოველური ცხიმით.

ცხოვრების წესი დაავადებულთათვის