მცენარეული ნაყენი, რომელიც გულის კუნთს აძლიერებს
უამრავი წამალი დაუნიშნეს და უთხრეს, თუ არ იმკურნალებდა, ინფარქტს "ვერ გადაურჩებოდა". მან ქიმიური პრეპარატების მიღებაზე უარი თქვა და მცენარეული საშუალებებით მკურნალობა გადაწყვიტა. მისივე თქმით, ამ რეცეპტით მკურნალობის შემდეგ აღარც კი ახსოვს, "გული რომელ მხარეს აქვს". გთავაზობთ რეცეპტს: 2 სუფრის კოვზ კუნელს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი და 20 წუთს ადუღეთ. დაამატეთ 1 ჭიქა ასკილის ნაყოფი, 10 წუთს კიდევ ხარშეთ, გადმოდგით და მთელი ღამით დატოვეთ სიგრილეში. დილით გაწურეთ. მიიღეთ 2 სუფრის კოვზი შემთბარი ნაყენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1/2 საათით ადრე, 14 დღის განმავლობაში. შემდეგ 10 დღით შეისვენეთ და კვლავ 14 დღე სვით.