ევროპელმა კარდიოლოგებმა არტერიული წნევის ნორმებს გადახედეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ევროპელმა კარდიოლოგებმა არტერიული წნევის ნორმებს გადახედეს

მიუნხენის ESC ყოველწლიურ კონფერენციაზე წარმოადგინეს ერთობლივი განახლებული რეკომენდაციები.

წინა წლების რეკომენდაციებთან შედარებით, არტერიული ჰიპერტენზიის თერაპიის ახალ სახელმძღვანელოში რამოდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გამოჩნდა. თუ ადრე დაავადების მკურნალობის მიზანი იყო არტერიული წნევის დაქვეითება 140/90 მმვწყ/სვ, ახლა ნორმის ზედა ზღვარი განისაზღვრა 130/80მმვწყ/სვ.

ამასთან, როგორც სახელმძღვანელოშია მითითებული, სასურველია, რომ 65 წელზე უფრო დაბალი ასაკის პაციენტების სისტოლური წნევის მაჩვენებელი იყოს 120–129 მმ.ვწყ.სვ. საზღვრებში. რაც შეეხება ხანდაზმულ პაციენტებს (65 წელზე მეტი ასაკის), თუ ადრე მათთვის ნორმად ითვლებოდა სისტოლური წნევის მაჩვენებელი 140–150 მმ.ვწყ.სვ საზღვრებში, ახლა ექიმების ამოცანაა ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 130–139 მმვწყ.სვ. საზღვრებში. ასეთივე მაჩვენებლებია რეკომენდებული 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ჰიპერტონიის მკურნალობის კარგად გადატანის პირობებში.

გარდა ამისა, ჰიპერტონიის მკურნალობის შედეგად, დიასტოლური წნევის მაჩვენებელი ყველა ჯგუფის პაციენტებში მიუხედავად რისკის ხარისხისა და თანმხლები დაავადებებისა, უნდა დაქვეითდეს არა 90-მდე, როგორც ეს ადრე იყო მიღებული, არამედ 80 მმვწყ.სვ-მდე და უფრო დაბლა.

ლალი ჩხიკვაძე