ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი

აშშ-ში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, რომელთაგანაც გულის იშემიური დაავადება სიკვდილის ძირითადი მიზეზია. მიოკარდიუმის ინფარქტით 3-ჯერ მეტი ქალი იღუპება.

გულის იშემიური დაავადება ქალებთან, მამაკაცებთან შედარებით, 10 წლით გვიან ვითარდება. თუმცა რისკფაქტორების არსებობისა და მათი ერთობლივი მოქმედებისას შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების გამოვლინება ახალგაზრდა და საშუალო ასაკშიც.

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალების გიდ-ის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. სწორედ არსებული მოსაზრება, რომ გიდ მამაკაცთა დაავადებაა და ქალებს ის ხანდაზმულობისას უვითარდებათ, იწვევს ცდომილებას დიაგნოსტიკისას, დაგვიანებულ მკურნალობასა და პროგნოზის გაუარესებას.

გულის მუშაობა დამოკიდებულია არტერიული სისხლით მოტანილი ჟანგბადით მომარაგებაზე. გულის სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროების ან არაადეკვატური მუშაობისას ვითარდება იშემია, ანუ ვეღარ კმაყოფილდება ჟანგბადზე მოთხოვნილება.

ცნობილია, რომ გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან უფრო იშვიათად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებთან. უკანასკნელ პერიოდში სტატისტიკის მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება.

ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება. სწორედ ამ პერიოდში იზრდება ქოლესტერინის დონე, ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო იზრდება არტერიული წნევაც. ეს უკავშირდება ჰორმონული ფონის შეცვლასა და ორგანიზმის საზოგადო მდგომარეობას. გარდა ამისა, ქალების გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მეტაბოლური სინდრომი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სიგარეტის მოხმარება;
  • სისხლის შედედების მომატება;
  • სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სტრესები;
  • უმოძრაობა;
  • ჰიპერტონია.

როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება ქალებთან?

გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან ხშირად ატიპურია. გულის არეში ტკივილის გარდა, აღინიშნება გულძმარვა, გულისრევა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. ძლიერი სტრესის, ემოციური გადაძაბვის შედეგად ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადების ყველაზე მრისხანე გართულება - მიოკარდიუმის ინფარქტი. მამაკაცებში ეს მძიმე დაავადება ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა

მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კორონარული სიკვდილის რისკის შესამცირებლად სიმპტომატიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე აუცილებელია სრული გამოკვლევა და პათოლოგიის მიზეზის დადგენა. ამისათვის საჭიროა ეკგ, გულისა და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიული კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, სხვადასხვა ტესტისა და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, ლაბორატორიული ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი - კორონაროგრაფია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება შემდეგი ჯგუფის პრეპარატები:

  • სტატინები;
  • ბეტა-ბლოკერები;
  • ნიტრატები;
  • ანტიაგრეგანტები;
  • აგფ-ინჰიბიტორები.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ აბები საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - თამბაქოზე - მნიშვნელოვან რისკფაქტორზე - უარის თქმა.

აუცილებელია საკვები რაციონის გამდიდრება ხილითა და ბოსტნეულით, ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, ხშირი სეირნობა. დაუშვებელია გადატვირთვა, ისევე როგორც ჰიპოდინამია. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, სტრესის დონის შემცირება.

ამგვარი მიდგომით მნიშვნელოვნად ქვეითდება ქალებთან გულის იშემიური დაავადების მძიმე შედეგების რისკი.