ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი
ქალებთან გულის იშემიური დაავადების თავისებურებანი
განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში ქალთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ითვლება.
აშშ-ში ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ქალი იღუპება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან, რომელთაგანაც გულის იშემიური დაავადება სიკვდილის ძირითადი მიზეზია. მიოკარდიუმის ინფარქტით 3-ჯერ მეტი ქალი იღუპება.

გულის იშემიური დაავადება ქალებთან, მამაკაცებთან შედარებით, 10 წლით გვიან ვითარდება. თუმცა რისკფაქტორების არსებობისა და მათი ერთობლივი მოქმედებისას შესაძლებელია გულის იშემიური დაავადების გამოვლინება ახალგაზრდა და საშუალო ასაკშიც.

ახალგაზრდა და საშუალო ასაკის ქალების გიდ-ის დიაგნოსტიკა მნიშვნელოვან სირთულეს წარმოადგენს. სწორედ არსებული მოსაზრება, რომ გიდ მამაკაცთა დაავადებაა და ქალებს ის ხანდაზმულობისას უვითარდებათ, იწვევს
ცდომილებას დიაგნოსტიკისას, დაგვიანებულ მკურნალობასა და პროგნოზის გაუარესებას.

გულის მუშაობა დამოკიდებულია არტერიული სისხლით მოტანილი ჟანგბადით მომარაგებაზე. გულის სისხლით მომმარაგებელი არტერიების შევიწროების ან არაადეკვატური მუშაობისას ვითარდება იშემია, ანუ ვეღარ კმაყოფილდება ჟანგბადზე მოთხოვნილება.

ცნობილია, რომ გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან უფრო იშვიათად ვითარდება, ვიდრე მამაკაცებთან. უკანასკნელ პერიოდში სტატისტიკის
მაჩვენებლები ერთმანეთს უახლოვდება.

ქალებთან გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ხშირად მენოპაუზის დადგომის შემდეგ აღინიშნება. სწორედ ამ პერიოდში იზრდება ქოლესტერინის დონე, ნივთიერებათა ცვლის შენელების გამო იზრდება არტერიული წნევაც. ეს უკავშირდება ჰორმონული ფონის შეცვლასა და ორგანიზმის საზოგადო მდგომარეობას. გარდა ამისა, ქალების გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკფაქტორებს მიეკუთვნება:

  • მეტაბოლური სინდრომი;
  • გენეტიკური განწყობა;
  • სიგარეტის მოხმარება;
  • სისხლის შედედების მომატება;
  • სიმსუქნე;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სტრესები;
  • უმოძრაობა;
  • ჰიპერტონია.


როგორ ვლინდება გულის იშემიური დაავადება ქალებთან?

გულის იშემიური დაავადების სიმპტომები ქალებთან ხშირად ატიპურია. გულის არეში ტკივილის გარდა, აღინიშნება გულძმარვა, გულისრევა, სისუსტე, შრომის უნარის დაქვეითება. ძლიერი სტრესის, ემოციური გადაძაბვის შედეგად ქალებს ხშირად აღენიშნებათ გულის იშემიური დაავადების ყველაზე მრისხანე გართულება - მიოკარდიუმის ინფარქტი. მამაკაცებში ეს მძიმე დაავადება ხშირად აღენიშნებათ ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.


გულის იშემიური დაავადების მკურნალობა და პროფილაქტიკა


მიოკარდიუმის ინფარქტის, უეცარი კორონარული სიკვდილის რისკის შესამცირებლად სიმპტომატიკის განვითარების ადრეულ ეტაპზე აუცილებელია სრული გამოკვლევა და პათოლოგიის მიზეზის დადგენა. ამისათვის საჭიროა ეკგ, გულისა და სისხლძარღვების ულტრასონოგრაფიული კვლევა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, სხვადასხვა ტესტისა და ფიზიკალური გამოკვლევის ჩატარება, ლაბორატორიული ანალიზები, საჭიროების შემთხვევაში კი - კორონაროგრაფია.

დიაგნოზის დასმის შემდეგ ინიშნება შემდეგი ჯგუფის პრეპარატები:

  • სტატინები;
  • ბეტა-ბლოკერები;
  • ნიტრატები;
  • ანტიაგრეგანტები;
  • აგფ-ინჰიბიტორები.

გულის იშემიური დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის მხოლოდ აბები საკმარისი არაა. მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - თამბაქოზე - მნიშვნელოვან რისკფაქტორზე - უარის თქმა.

აუცილებელია საკვები რაციონის გამდიდრება ხილითა და ბოსტნეულით, ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტების შეზღუდვა, მეტი ფიზიკური აქტივობა, ხშირი სეირნობა. დაუშვებელია გადატვირთვა, ისევე როგორც ჰიპოდინამია. აუცილებელია, შეძლებისდაგვარად, სტრესის დონის შემცირება.

ამგვარი მიდგომით მნიშვნელოვნად ქვეითდება ქალებთან გულის იშემიური დაავადების მძიმე შედეგების რისკი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
საქართველოში, რეგიონში პირველად, ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში, გულის გადანერგვის ალტერნატიული ოპერაციის ჩატარება გახდება შესაძლებელი.

10-05-2018
კორონაროპლასტიკა სადღეისოდ სტენოკარდიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობის ყველაზე ეფექტურ
05-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“ძილის ჰორმონი” მელატონინი გულის უჯრედების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტის ფარგლებში
კორონარული ანგიოგრაფია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის სადიაგნოსტიკოდ
ლონდონის სამეფო კოლეჯის კველვის თანახმად, ჟოლო უნარჩუნებს სისხლძარღვებს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს
ელექტროკარდიოგრაფის კონსტრუქციის პირველი ვარიანტი 1887 წელს ლონდონის ჰოსპიტლის თანამშრომელმა ავგუსტო
ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868