გულსისხლძარღვთა სისტემის გაახალგაზრდავება შესაძლებელია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
გულსისხლძარღვთა სისტემის გაახალგაზრდავება შესაძლებელია
გულსისხლძარღვთა სისტემის გაახალგაზრდავება შესაძლებელია
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ გულისა და სისხლძარღვების დაბერების დასამუხრუჭებლად, აუცილებელია კვირაში 4-5-ჯერ ფიზიკური ვარჯიში. ვარჯიშის ასეთი რეჟიმის დადებითი ეფექტი 60 წელზე მეტი ასაკის 102 მოხალისეს მონაწილეობით ჩატარებული ექსპერიმენტის მსვლელობისას დადასტურდა.

მოხალისეები, ფიზიკური აქტივობის მიხედვით, 4 ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფში შევიდნენ ის ადამიანები, ვინც მჯდომარე ცხოვრების წესით ცხოვრობდნენ, მეორეში ისინი, ვინც იშვიათად ვარჯიშობდა, მესამეში ისინი, ვინც დროდადრო ვარჯიშობდა და მეოთხეში ის მოხალისეები შევიდნენ, ვინც სპორტით დაკავებულები იყვნენ კვირაში 4-5 და 6-7-ჯერ არა ნაკლებ 30 წუთისა.

აღმოჩნდა, რომ კვირაში 2-3-ჯერ ვარჯიშის
პირობებშიც კი წარმოიქმნებოდა კისრისა და თავის არეს ქსოვილების ჟანგბადით მკვებავი საშუალო ზომის სისხლძარღვები. უფრო აქტიური ცხოვრების წესი კი გულმკერდისა და მუცლის მიდამოს უფრო მსხვილი არტერიების წარმოქმნას უწყობდა ხელს.

მეცნიერები დარწმუნებული არიან, რომ შესაძლებელია გულსისხლძარღვთა სისტემის გასაახალგაზრდავებელი ვარჯიშების კომპლექსის შემუშავება. განსაკუთრებული დადებითი ეფექტი აღინიშნება, თუ ადამიანი
ვარჯიშს ჯერ კიდევ საშუალო ასაკში დაიწყებს.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
გული წუთში საშუალოდ 60-100-ჯერ იკუმშება. კუმშვითი აქტივობა უფრო მაღალია
16-10-2018
ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს აკაჟებს, არამედ ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, მეხსიერებას აუმჯობესებს, - აცხადებენ
04-10-2018
გულისა და სისხლძარღვებისთვის ყველაზე სასარგებლო სასმელია პომიდვრის წვენი. ის აქვეითებს შაქრის დონეს
27-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რაციონში უჯერი ცხიმების მაღალი შემცველობა გულ-სისხლძარღვთა სისტემის სიჯანსაღის საწინდარია.
ევროპის კარდიოლოგიურმა საზოგადოებამ (ESC) და ჰიპერტონიის მკურნალობის ევროპის საზოგადოებამ (ESH)
ევროპის კარდიოლოგიური საზოგადოება 50 წლის განმავლობაში 1200 ადამიანს აკვირდებოდა. კვლევის მიზანი იყო
“ძილის ჰორმონი” მელატონინი გულის უჯრედების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტის ფარგლებში
კორონარული ანგიოგრაფია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის სადიაგნოსტიკოდ
ლონდონის სამეფო კოლეჯის კველვის თანახმად, ჟოლო უნარჩუნებს სისხლძარღვებს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვირუსული ინფექციებისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების თავიდან ასაცილებლად
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!