არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს

ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“ გაიმართება.

კონფერენციაზე მიწვეულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზებისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეზე და მისი ზრდის შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

“არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მომატებული არტერიული წნევის გავრცელების მაჩვენებლი 40%-ს აღწევს. ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და ინციდენტობის მაჩვენებელი რუტინული სტატისტიკის მონაცემებით საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ეს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში, მიმართვიანობის მომატებით აიხსნება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, STEPS კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია; ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონეთა 53.5%. მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30% აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდება.

“ყოველწლიურად 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ. იგი ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო აქტივობებზე - წნევის მასობრივი გასინჯვის აქციები, საინფორმაციო მასალის გავრცელება, სპორტული ღონისძიებები და რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიები რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით. წელს ქვეყანამ გადაწყვიტა აღნიშნოს ჰიპერტენზიის თვე, რომელმაც სტარტი 7 მაისს აიღო. ჰიპერტენზიის თვის დევიზია - “ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია; გაიზომე წნევა - იცოდე შენი წნევის ციფრები“. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილია წნევის გაზომვის აქციები თბილისსა და რეგიონებში, გავრცელდება საინფორმაციო მასალები, განხორციელდება მედია-კამპანია. 2018 წელს საქართველო კვლავ უერთდება “მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებული მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალურ აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება გახლავთ კონფერენცია არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.