არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს
არტერიული ჰიპერტენზია მსოფლიოში სიკვდილობის ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, 10 მაისს, ჰიპერტენზიის თვის ფარგლებში, კონფერენცია - “არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“ გაიმართება.

კონფერენციაზე მიწვეულნი არიან ჯანდაცვის სამინისტროს, პარლამენტის, თბილისის მერიისა და საკრებულოს, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები არტერიული ჰიპერტენზიის ეპიდემიოლოგიისა და პრევენციის, კლინიკური მიმდინარეობის, მართვის ხარვეზებისა და შესაძლებლობების, მონიტორინგის აუცილებლობის, მოსახლეობის ინფორმირებულობის დონეზე და მისი ზრდის შესაძლებლობებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

“არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. იგი მსოფლიოში სიკვდილობის
ძირითად და ინვალიდობის მესამე უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ხუთიდან ორ ზრდასრულ ადამიანს მაღალი წნევა აქვს. მომატებულ არტერიულ წნევას ყოველწლიურად 7,5 მილიონი სიკვდილი (გლობალური სიკვდილობის 12,8%) უკავშირდება. დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, მომატებული არტერიული წნევის გავრცელების მაჩვენებლი 40%-ს აღწევს. ჰიპერტენზიის პრევალენტობისა და
ინციდენტობის მაჩვენებელი რუტინული სტატისტიკის მონაცემებით საქართველოში მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. ეს სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობითა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებში, მიმართვიანობის მომატებით აიხსნება. საქართველოში კარდიო-ვასკულურ დაავადებათა ზოგად სტრუქტურაში ჰიპერტენზიული ავადმყოფობის წილი 60%-მდეა”, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების ცნობით, STEPS კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის 24.5%-ს არასოდეს გაუზომავს არტერიული წნევა; ჰიპერტენზიის გავრცელება 37.7%-ია; ჰიპერტენზიის 83.6% არაკონტროლირებულია; ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას იტარებს არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზის მქონეთა 53.5%. მათ შორის, ვინც ბოლო 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმის მიერ დანიშნულ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 30% აღნიშნავდა, რომ მედიკამენტს იღებდა მხოლოდ წნევის ციფრების აწევისას, ხოლო 3.2% - როცა გაახსენდება.

“ყოველწლიურად 17 მაისს ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც ინიცირებულია ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ. იგი ძირითადად ორიენტირებულია საგანმანათლებლო აქტივობებზე - წნევის მასობრივი გასინჯვის აქციები, საინფორმაციო მასალის გავრცელება, სპორტული ღონისძიებები და რაც ყველაზე აქტუალურია, საინფორმაციო კამპანიები რადიო-ტელევიზიით, ბეჭდური მედიით, სოციალური ქსელების გამოყენებით. წელს ქვეყანამ გადაწყვიტა აღნიშნოს ჰიპერტენზიის თვე, რომელმაც სტარტი 7 მაისს აიღო. ჰიპერტენზიის თვის დევიზია - “ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია; გაიზომე წნევა - იცოდე შენი წნევის ციფრები“. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილია წნევის გაზომვის აქციები თბილისსა და რეგიონებში, გავრცელდება საინფორმაციო მასალები, განხორციელდება მედია-კამპანია. 2018 წელს საქართველო კვლავ უერთდება “მაისის გაზომვების თვეს“, რომელიც ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოებისა და ჰიპერტენზიის მსოფლიო ლიგის მიერ 2017 წელს იყო ინიცირებული მსოფლიოში და წარმოადგენს გლობალურ აქციას - არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო ინიციატივას. ჰიპერტენზიის თვის განმავლობაში დაგეგმილი ერთ-ერთი ღონისძიება გახლავთ კონფერენცია არტერიული ჰიპერტენზია - საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრიორიტეტი“, - აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.



კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი ისეთივე ეფექტურია მაღალი წნევის სამკურნალოდ, როგორც წნევის დამწევი აბები. ფეხბურთის წყალობით
29-06-2018
ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელსაც ექიმები პაციენტებს აძლევენ, არტერიული წნევის მუდმივად გაკონტროლებაა.
23-05-2018
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ კამპანიას -"ჰიპერტენზიის მართვა შენს ხელშია" იწყებს.
07-05-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
“ძილის ჰორმონი” მელატონინი გულის უჯრედების მუშაობაზე დადებითად მოქმედებს. ექსპერიმენტის ფარგლებში
კორონარული ანგიოგრაფია გულის კუნთში სისხლის მიმოქცევის სადიაგნოსტიკოდ
ლონდონის სამეფო კოლეჯის კველვის თანახმად, ჟოლო უნარჩუნებს სისხლძარღვებს სიჯანსაღეს და ხელს უწყობს
ელექტროკარდიოგრაფის კონსტრუქციის პირველი ვარიანტი 1887 წელს ლონდონის ჰოსპიტლის თანამშრომელმა ავგუსტო
ბრიტანელმა მეცნიერებმა ნოტინგემის უნივერსიტეტიდან რამდენიმე ექსპერიმენტული კვლევის საფუძველზე
ასაკის მატებასთან ერთად ტერმინები: წნევა, ქოლესტერინი, პროთრომბინი - ყველა ადამიანისთვის კარგად ნაცნობი ხდება,
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე