კარდიოლოგია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კარდიოლოგია
მოიკარდიუმის ინფარქტზე ეჭვისთანავე დაუყოვნებლივ უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ექიმის მოსვლამდე აუცილებელია დაზარალებულს ოპერატიულად აღმოვუჩინოთ მაქსიმალურად ხარისხიანი პირველი დახმარება. ვიდრე ამ დახმარების ძირითად ალგორითმს გაგაცნობდეთ, თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ მიოკარდიუმის ინფარქტის პირველ ნიშნებს, რადგან მკითხველს ბუნებრივად გაუჩნდება კითხვა - რა შემთხვევაში უნდა იეჭვოს ადამიანმა ინფარქტი? საყურადღებოა, რომ ამ პათოლოგიის მანიშნებელი ძირითადი სიმპტომები ერთმნიშვნელოვანია და შემთხვევათა 70%-ში პრობლემის დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა.
სტენტირება კრიტიკულად შევიწროებული სისხლძარღვის ლითონის კონსტრუქციით - სტენტით გაფართოებაა, რომელიც გულის მკვებავი სისხლძარღვების ნორმალური მუშაობის აღდგენას და გულის ჟანგბადით ნორმალური მომარაგების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.ისტორიიდანერთგვარი კარკასის დახმარებით დაზიანებული სისხლძარღვის მონაკვეთის გაფართოების იდეა პირველად 40 წლის წინ ექიმმა ჩარლზ დოტერმა წარმოადგინა, ის მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში მუშავდებოდა და იხვეწებოდა. პირველი სტენტირება 1986 წელს ჩატარდა და ექსპერიმენტულად ამ მანიპულაციის ეფექტიანობა მხოლოდ 1993 წელს დამტკიცდა.
მწვავე კორონარული სინდრომი გულის გვირგვინოვანი არტერიების უეცრად აღმოცენებული ბლოკირების - დახშობის შედეგია. გვირგვინოვანი სისხლძარღვების ანუ კორონარების დახშობა კლინიკურად არასტაბილური სტენოკარდიით ან მიოკარდიუმის ინფარქტით შეიძლება გამოვლინდეს. კონკრეტულად რომელი მდგომარეობა აღმოცენდება, დამოკიდებულია დახშობის გავრცელებასა და ლოკალიზაციაზე. ამერიკის შეერთებული შტატების მონაცემებით, გულის შეტევა ყოველწლიურად 1,5 მილიონ ადამიანს აქვს, მათგან 400-500 ათასი იხოცება. სიკვდილის შემთხვევათა ნახევარი კი პაციენტის საავადმყოფოში მიყვანამდე ფიქსირდება. თითქმის ყველა ამ პაციენტს გულის გვირგვინოვანი სისხლძარღვების დაავადება აქვს, მათი ორი მესამედი კი მამაკაცია.
ნაჩვენებია მე-7 გვერ 25 - დან
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868