ცოფზე აცრის მსურველთა რაოდენობამ იკლო
”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განუცხადა.
”აღნიშნული ინფორმაცია იანვრის მონაცემების დაჯამების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ოდნავ ნაკლებია, ვიდრე იყო”.
რამდენიმე კვირის წინ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფომ 29 222 დოზა ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გახარჯა. თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა უარყო ინფორმაცია, რომ იმუნიზაციის პროგრამით ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ვაქცინა დაიხარჯა.
მოგვიანებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო იმუნიზაციის პროგრამას ეჭვის ქვეშ არ აყენებს, მათ შორის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ნაწილში.