დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

ინფორმაციით, 2018 წელს ერთი თვის მდგომარეობით, ქვეყანაში წითელას 102 შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის ყველაზე მეტი, 86 შემთხვევა აჭარაში.

წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს. წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, ხოლო ვაქცინაცია მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება.

რა უნდა ვიცოდეთ გადამდები დაავადების შესახებ და რატომ არის აუცილებელი იმუნიზაცია - "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს წარმომადგენელი თამარ სულხანიშვილი საუბრობს:

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელაზე აცრილი ხართ?

საქართველოს აცრების ეროვნული კალენდრით, წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ითვალისწინებს ვაქცინაციის ორ დოზას - ბავშვები იცრებიან 1 და 5 წლის ასაკში. თუ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს ამ ვაქცინის ორი დოზა, მას იმუნიტეტი აქვს განვითარებული წითელას მიმართ. ანუ, თუ მოქალაქეს დოკუმენტურად აქვს დადასტურებული რომ მიღებული აქვს ვაქცინის ორი დოზა, მას დამატებით მესამე დოზის მიღება არ ესაჭიროება. მათ კი, ვისაც არ ჩაუტარებიათ ბავშვობაში აცრა, მაღალი ასაკის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართავს და სთხოვს, 41 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა (რადგან ეს არის ასაკი, როცა მეტია დაინფიცირების რისკი) მიმართონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა, უფასოდ. ვთხოვთ ამ ადამიანებს, აუცილებლად ჩაიტარონ აცრა, რომ ქვეყანაში დაწყებულმა ეპიდაფეთქებამ არ მიიღოს მასშტაბური ხასიათი.

განგიმეორდებათ თუ არა წითელა, თუ ერთხელ უკვე გქონდათ ვირუსული ინფექცია?

გადატანილი დაავადება არის ასპროცენტიანი გარანტია, რომ მას მეორედ წითელა აღარ დაემართება. მაგრამ გადატანილი დაავადება აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული ლაბორატორიულად, რომ პაციენტს ნამდვილად ჰქონდა წითელას ვირუსი.

განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

წითელა

აჭარაში წითელას შემთხვევებმა იმატა – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მშობლებს აფრთხილებს