მეცნიერებმა შიდსის ვირუსის ორგანიზმში შეღწევის საიდუმლო გაშიფრეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა შიდსის ვირუსის ორგანიზმში შეღწევის საიდუმლო გაშიფრეს

(აივ) ორგანიზმში შეღწევის საიდუმლო გაშიფრეს.

შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) სპეციფიკური ვირუსის ადამიანის იმუნური სისტემის T–უჯრედებთან ურთიერთქმედების შედეგია. დაინფიცირებული უჯრედები სწრაფად იღუპება, მათი რაოდენობა სისხლში პროგრესულად იკლებს, ხოლო როდესაც 1 მლ სისხლში 200 უჯრედამდე ეცემა, სხვადასხვა ინფექციის განვითარება იწყება.

ძალიან უცნაურია და მეცნიერები პარადოქსს უწოდებენ იმას, რომ უმრავლეს შემთხვევაში, იმუნოდეფიციტის ვირუსი T–უჯრედებში ვერ აღწევს, თუმცა, მათ მაინც კლავს (ანადგურებს). ამერიკის ვენეროლოგიისა და იმუნოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სისხლში მოცირკულირე T–უჯრედების 95 % არააქტიურ მდგომარეობაშია და ვირუსი მათ არ აზიანებს, როგორც კი ისინი გააქტიურებას განიცდიან, ვირუსი მათ დნმ-ში ჩანერგვას ახერხებს და მრავალჯერ “აკოპირებს” თავის თავს, უჯრედების განლევა-განადგურების ხარჯზე.

T–უჯრედების აქტივაციის გარეშე მეცნიერებს დიდი ხნის განმავლობაში არ შეეძლოთ უჯრედთა კულტურაში ვირუსის გაზრდა. მრავალწლიანი კვლევით ისიც გაირკვა, რომ არააქტიური T–უჯრედები მძლავრი ანტივირუსული თვისებებით (ვირუსისაგან თავდაცვის უნარით) გამოირჩევიან, რომელიც მათ დნმ-შია კოდირებული. როგორც კი ამ ფენომენის მიზეზი საბოლოოდ გაიშიფრება, შესაძლებელი გახდება შიდსის სამკურნალო ახალი პრეპარატის შემუშავება, რომელიც უჯრედებისთვის თავდაცვის უნარის შენარჩუნებას შეძლებს.

თინათინ გოცაძე