ლუგარის ლაბორატორია ჩატარებული კვლევის დროს გამოვლენილ შეცდომაზე განმარტებას აკეთებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლუგარის ლაბორატორია ჩატარებული კვლევის დროს გამოვლენილ შეცდომაზე განმარტებას აკეთებს

პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

როგორც დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია ალხაზაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მსგავსი შემთხვევა სამ პაციენტთან მიმართებაში დაფიქსირდა.

„თავდაპირველად შესავალს გავაკეთებ, რომ ტესტ კვლევით ისაზღვრება ანტისხეულების არსებობა სისხლში და ეს არ არის საბოლოო პასუხი, რომ ადამიანს აქვს ვირუსი და სჭირდება მკურნალობა. ეს ანტისხეულები შესაძლოა იყოს, როგორც ნამკურნალებ პაციენტებში, ასევე თვითგანკურნებულ პაციენტებშიც, ასევე იმ პაციენტებშიც, რომლებსაც სჭირდება მკურნალობა. შემდეგ ტარდება PCR კვლევა. არის შემთხვევები, როდესაც გაყოფილი პასუხებია და ალტერნატიული მეთოდითაც ტარდება კვლევა დაზუსტებისთვის. განსაკუთრებით პაციენტების რისკ ჯგუფში, მაგალითად, წამალდამოკიდებულ პაციენტებში. რეალურად, ეს ის შემთხვევა იყო, რომელიც მოხვდა ამ ნაკადში, სადაც რამდენიმე შეუსაბამობა აღმოჩნდა და გადამოწმდა ალტერნატიული მეთოდით. როდესაც განსხვავებული პასუხი მივიღეთ, მოხდა ძირეული კვლევა. ლაბორატორია არ არის ისეთი, რომ 100%–იანი შედეგი დადოს ყოველთვის. მუდმივი კონტროლი და შემოწმება სჭირდება. ასეთი შემთხვევები რომ დაფიქსირდა, გადამოწმდა კიდევ ერთხელ. კვლევა ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე, რომელიც მანქანაა და შესაძლოა, რაღაც აერიოს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აპარატში იყო პატარა ტექნიკური შეცდომა. იმ დღეს, რა კვლევებიც ჩატარდა, რამდენიმე ნიმუშში იყო ცდომილება; ზუსტად არ მახსოვს, მგონი 5 ნიმუშში. მაგრამ განსხვავებული შედეგით, ჯერ დადებითი რომ ყოფილიყო და განმეორებითი კვლევით რადიკალურად განსხვავებული შედეგი, უარყოფითი შედეგი დამდგარიყო, მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ვირუსის ციფრებში იყო მცირე ცდომილება. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ლაბორატორია 100%–იან შედეგს ვერ დადებს“, – განაცხადა ალხაზაშვილმა და დასძინა, რომ „ასეთი რადიკალურად განსხვავებული შედეგით შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა. ეს იყო პირველად“.

„მერე ტექნიკური ინჟინერიც გამოვიძახეთ და გავასწორეთ აპარატი. ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჩვენ ლაბორატორიაში პერიოდულად ყველაფერი მოწმდება. აპარატურას წელიწადში ოთხჯერ რუტინული გამოკვლევა უტარდება; გარდა ამისა, თუ რაიმე განსაკუთრებული შემთხვევაა, კიდევ დამატებით გამოკვლევა ტარდება. ყველა გამოკვლევა სერთიფიცირებული ინჟინრის მიერაა ჩატარებული და ჩანაწერების სახით არსებობს, დოკუმენტირებულია. გარდა ამისა, ვართ გარე სისტემის მონიტორინგში ჩართულები და მუდმივად გვაქვს კონტროლი, მაგრამ ხდება მსგავსი შემთხვევებიც, რაზეც ახლა ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება კვლევის ცდომილების ზღვარს, მისი თქმით, ეს დამოკიდებულია კვლევის მეთოდზე.

„20%–იანი ზღვარი არის იმ შემთხვევაში, როდესაც ანტისხეული დადებითია, მაგრამ PCR კვლევა არის უარყოფითი. რაც შეეხება ტესტის ცდომილებას, ის მინიმალურია, დაახლოებით, 1%–ის ფარგლებშია. ეს შემთხვევა შეიძლება ითქვას დასაშვები ცდომილების ფარგლებში იყო“, – განაცხადა ალხაზაშვილმა.

რაც შეეხება დადებითი პასუხის შემთხვევაში პაციენტის ბაზაში ჩასმას და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში მონაცემების ჩასწორებას, ალხაზაშვილის თქმით, ლაბორატორიის მიერ განსხვავებული მონაცემების დადგენის შემთხვევაში თავად დაწესებულება ინფორმაციას არ ასწორებს.

„ჩვენ არ ვაგზავნით პირდაპირ ამ ჩასწორებულ ინფორმაციას, ჩვენ მონაცემებს ვაგზავნით მკურნალ ექიმთან და შემდეგ ის ახდენს მონაცემების ჩასწორებას. რა თქმა უნდა, ჩასწორება ხდება. კონკრეტულად ამ შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროსთვის არ გვიცნობებია. ეს სულ რამდენიმე დღის წინ იყო და ჯერ პროგრამაში არ იყო ასახული. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენგან პირველადი პასუხის გაცემა ნაჩქარევად მოხდა. პასუხი გავეცით მანამდე, სანამ განმეორებითი კვლევის შედეგს ვნახავდით. რამდენად იყო ეს კლინიკის ბრალეულობა, ვერ გეტყვი; ეს არის აპარატის შეცდომა, რომელიც პირველად დაფიქსირდა“, – განმარტა მან.

ალხაზაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აპარატმა შეცდომა დაუშვა და პირს, რომელსაც ვირუსი არ აქვს, მსგავსი დიაგნოზი დაუსვეს, პაციენტი მკურნალობის პროგრამაში მაინც ვერ ჩაერთვება. ალხაზაშვილის განმარტებით, PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის.

„პაციენტი გადაზღვეულია რამდენიმე სხვადასხვა კვლევით. PCR კვლევის შემდეგ ტარდება გენოტიპის კვლევა, რომელიც ვერ ჩატარდება, თუ ორგანიზმში ვირუსი არ არის. PCR არ არის საბოლოო კვლევა. გენოტიპის კვლევის დროს აუცილებლად გამოიკვეთებოდა, რომ პაციენტს არ აქვს ვირუსი და დაისმებოდა კითხვის ნიშანი“, – განაცხადა ალხაზაშვილმა.

ცნობისთვის, „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა პაციენტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევით პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს.

პაციენტის მტკიცებით, ლაბორატორიაში С ჰეპატიტი დაუდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა

ჯანდაცვის სამინისტრო C ჰეპატიტის ვირუსზე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შესახებ ინფორმაციას შეისწავლის