9 წლის ასაკის გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

9 წლის ასაკის გოგონების პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

2008-2009 წელს დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

როგორც "მკურნალი.გე"-ს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს, ვაქცინაციისთვის საუკეთესო ასაკია 9-დან 14 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი და ეფექტური იმუნური პასუხი.

„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვირუსით დაინფიცირება ძირითადად ხდება 25 წლამდე ასაკში და უმრავლესობა ინფიცირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან სულ მცირე დროში. ამ ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია ორდოზიანია აცრებს შორის მინიმალური ინტერვალით 6 თვე“, - აცხადებენ სპეციალისტები.

მათივე ინფორმაციით, აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრის შემდეგ, შესაძლებელია განვითარდეს ჩვეული გვერდითი მოვლენები (ინექციის ადგილის სიწითლე და მტკივნეულობა, ტემპერატურის მატება). ასეთი გვერდითი მოვლენები ხშირია და საშიში არ არის. აცრის შემდეგ რაიმე უჩვეულო მოვლენის განვითარების შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.

სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს (ტიპი 16 და ტიპი 18), რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს. ვაქცინა ჯვარედინი მოქმედების მექანიზმით, ასევე უზრუნველყოფს დაცვას ვირუსის იმ ტიპებისაგან, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.

ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში ფიქსირდება:

- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა, მათ შორის - 530 000 (84%) საშვილოსნოს ყელის კიბო.

- საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 266 000 შემთხვევა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.

- საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 71% გამოწვეული იყო პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით.

- საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში.

- ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტების განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებები კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის, მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა.

ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით, 2015 წლის 1-ელი იანვრიდან საქართველოში ამოქმედდა კიბოს პოპულაციური რეგისტრი. ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან, 30-დან 70-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, შემთხვევათა 26% - 70 წელზე უფროს ასაკობრივ ჯგუფში. 0-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოდის შემთხვევათა 1%, 15-დან 19 წლამდე მოზარდებზე - 0.4%. რეპროდუქციული ასაკის (15-49 წელი) ქალებში რეგისტრირებულია ყველა ასაკობრივი ჯგუფის ქალებში რეგისტრირებული შემთხვევების 24%.

ბოლო წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო და ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებები საერთაშორისო დონეზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და იძლევა რეკომენდაციას იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩართვასთან დაკავშირებით.

2006 წლიდან დღემდე ადამიანის პაპილომავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა მსოფლიოს 71 (31%) ქვეყნის აცრების კალენდარში, რომელთა შორისაა აშშ, ავსტრია, ავსტრალია, ბელგია, ისრაელი, გაერთიანებული სამეფო, იტალია, კანადა, საფრანგეთი, საბერძნეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, დანია, ფინეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, ლიტვა, სლოვენია, ხორვატია და სხვა. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 270 მლნ-ზე მეტი დოზით მსოფლიოში უკვე აიცრა 100 მლნ-ზე მეტი ადამიანი.

2016 წლის ბოლოსთვის იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსის (GAVI) მხარდაჭერით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა დაინერგა 23 ქვეყანაში. ალიანსის მხარდაჭერა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ 2020 წლისათვის 40 მლნ გოგონა იყოს დაცული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან და ამით მსოფლიომ თავიდან აიცილოს გარდაცვალების 900 000-მდე შემთხვევა.

იმუნიზაციისა და ვაქცინების გლობალური ალიანსი სხვადასხვა ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს, აძლევს შესაძლებლობას, 2017-2019 წლების განმავლობაში განახორციელოს 2008-2009 წლებში დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ვაქცინაცია.

გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ალიანსის მხარდაჭერა ქვეყნისათვის საკმარისია წელიწადში 15 000 გოგონას ორჯერადი ვაქცინაციისათვის, შობადობის გათვალისწინებით (2008 წელს დაბადებულ გოგონათა რაოდენობა შეადგენს 24 845, 2009 წელს - 30 999) შეირჩა ქალაქები - თბილისი და ქუთაისი და აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები. აღნიშნული ორწლიანი პროექტის წარმატებით განხორციელება საწინდარი იქნება ქვეყანაში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ეტაპობრივი დანერგვისათვის, რაც უზრუნველყოფს პაპილომავირუსით გამოწვეული სერიოზული დაავადებების ტვირთის შემცირებას.

თამარ ნეფარიძე