რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ და როგორ მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ცრუ კრუპის შესახებ და როგორ მოვიქცეთ ექიმის მოსვლამდე

ხველა მშრალია, სუნთქვა კი ხშირი. ეს ცრუ კრუპია! მიუხედავად ამ სიმპტომებისა, მისი გადალახვა ადვილად შეიძლება. რა უნდა ვიღონოთ ამ დროს, ამის შესახებ პედიატრიული პრივატ კლინიკის პედიატრი ლიკა თედიაშვილი გვესაუბრება.

- რა არის ცრუ კრუპი?

- ტერმინი კრუპი აერთიანებს ვირუსული ინფექციების ჯგუფს, რომელთა ზემოქმედება იწვევს ხორხისა და ტრაქეის ლორწოვანის შეშუპებას, შედეგად კი ვითარდება კრუპისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსი: მყეფავი ხასიათის ხველა, ხმის ჩახლეჩა, ტემპერატურა (38ºჩ ან 100.4ºF-ზე მეტი), ხმაურიანი გაძნელებული ჩასუნთქვა (რომელიც ძლიერდება დატვირთვისას).

კრუპი უხშირესად ვითარდება ღამის პერიოდში, სეზონის მიხედვით კი გვხვდება ძირითადად შემოდგომასა და ზამთარში. კრუპი წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, შესაბამისად, ის ვრცელდება დასნებოვნებული ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით.

- რა არის ცრუ კრუპის გამომწვევი მიზეზი?

- კრუპის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ვირუსებია, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია იყოს ბაქტერიული ან ალერგიული წარმოშობისაც. გვხვდება უხშირესად 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში, იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშიც. სიმპტომები, როგორც წესი, ვითარდება ეტაპობრივად, დასაწყისი ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი, მარტივი გაციების დროს: ცხვირის გაჭედვა, გამონადენი ცხვირიდან, გაღიზიანებადობა, რასაც მოსდევს მყეფავი ხველა, ხოლო მყეფავი ხველის დაწყებიდან 12-48 საათში შესაძლებელია განვითარდეს სუნთქვის გაძნელება.

- ლიკა, როგორია ცრუ კრუპის სიპტომები?

- კრუპი შესაძლებელია მიმდინარეობდეს მსუბუქი სიმპტომატიკით, ხოლო 2 დღეში სრულიად უკუგანვითარდეს. გახსოვდეთ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო, თუ ბავშვს შეამჩნევთ რომელიმე ჩამოთვლილ სიმპტომთაგან: ძლიერ სიფერმკრთალეს ან კანის მოლურჯო შეფერილობას, გაძნელებულ სუნთქვას, ძლიერ გაღიზიანებას, უჩვეულო ძილიანობასა და მოთენთილობას, ასევე თუ ბავშვს უჭირს ლაპარაკი ან ტირილი ჰაერის უკმარისობის გამო.

არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი, თუ ბავშვს აქვს: გახანგრძლივებული ხველა, მსუბუქი კრუპის ნიშნები, რომლებმაც არ გაიარა 1 კვირის განმავლობაში (აქ იგულისხმება მხოლოდ მსუბუქი მყეფავი ხველის ეპიზოდები, რომელსაც არ ახლავს ზოგადი მდგომარეობის დარღვევა), მომატებული დორბლდენა და ყლაპვის გაძნელება.

აგრეთვე, თუ აღინიშნება ხმაურიანი სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაში, გულმკერდის ქვედა ნაწილის ან ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა სუნთქვის დროს, 3 თვემდე ასაკის - ბავშვებში ტემპერატურა 38ºჩ (ან მეტია) თუნდაც 1 დღე, 3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში ტემპერატურა 38ºჩ (ან მეტია) 3 დღე და მეტი.

- როგორ ვუმკურნალოთ კრუპს?

- კრუპის მკურნალობა მოიცავს: დატენიანებული ჰაერის ან ჟანგბადის მიწოდებას სუნთქვის გასაუმჯობესებლად და მედიკამენტებს, რომლებიც ხელს უწყობენ შეშუპების შემცირებას სასუნთქ გზებში.

კრუპის გამომწვევი არის ვირუსი, შესაბამისად, ამ დროს ანტიბიოტიკი არის არაეფექტური სამკურნალო საშუალება, რადგან ანტიბიოტიკები არ მოქმედებენ ვირუსებზე.

- რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა „ექიმამდე“ და არსებობს თუ არა პროფილაქტიკური ღონისძიებები ცრუ კრუპის წინააღმდეგ?

- დაატენიანეთ ბავშვის ოთახი ან მოუშვით აბაზანაში თბილი წყალი და დაყოვნდით ბავშვთან ერთად. უმკურნალეთ ცხელებას: გამოიყენეთ აცეტამინოფენი ან იბუპროფენი (6 თვიდან). არასდროს არ გამოიყენოთ ასპირინი. თუ ბავშვი 12 თვეზე მეტი ასაკისაა, დაალევინეთ დიდი რაოდენობით თბილი სითხე, ეს ლორწოვანის დატენიანებას და სუნთქვის გაადვილებას შეუწყობს ხელს. 12 თვეზე მეტი ასაკის ბავშვს დაადებინეთ თავი ამაღლებულად - ბალიშზე, 12 თვემდე ასაკის ბავშვებში ბალიშის გამოყენება არ არის რეკომენდებული. დაიძინეთ ოთახში ბავშვთან ერთად, რათა მყისიერად შენიშნოთ მდგომარეობის გაუარესება და საშიშროების ნიშნები (მაგ: სუნთქვის გახშირება, გაძნელება). არ მოწიოთ იმ ოთახში, სადაც იმყოფება ბავშვი. დარწმუნდით, რომ ბავშვი იღებს საკმარისი რაოდენობით სითხეს. როცა ბავშვი კრუპისადმი მიდრეკილია, შესაძლოა, შეტევა განმეორდეს. ამის თავიდან ასაცილებლად გაცივების პირველი ნიშნებისთანავე (უგუნებობა, უმადობა, სურდო, ყელის ტკივილი) ბავშვი უნდა მოვარიდოთ ცივ ჰაერსა და ცივ სითხეს; იმ ოთახში კი, სადაც პატარას სძინავს, გამათბობელთან წყლით სავსე თასი უნდა იდგეს, ჰაერი რომ არ გამოშრეს. თუ ბავშვი ადვილად იღლება, აქვს ასაკისათვის უჩვეულოდ დიდი წონა, არის ნაკლებად მოძრავი და ა.შ., უნდა მოვარიდოთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. შინ აუცილებლად უნდა ვიქონიოთ დექსამეტაზონი ან პრედნიზოლონი. ასაკის მატებასთან ერთად, ცრუ კრუპის პრობლემა თავისთავად, შეუმჩნევლად მოიხსნება.

- როგორ დავიცვათ თავი ცრუ კრუპისგან?

- აუცილებლად დაიბანეთ ხელები ხშირად, ასევე დაბანეთ ხელები პატარას გამდინარე წყლით და საპნით. მოერიდეთ ვირუსით დასნებოვნებულ ადამიანებს. ჩაუტარეთ ბაშვს ყველა რეკომენდებული ვაქცინაცია.