/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო მცენარეები

დიდგულა (ანწლი) - სასარგებლო და სახიფათო

დიდგულა (ანწლი) - სასარგებლო და სახიფათო
დიდგულას ქიმიური შემადგენლობა არ არის კარგად შესწავლილი. ცნობილია, რომ ყვავილი შეიცავს ოფლმდენ გლიკოზიდს

, ფლავონურ გლიკოზიდ რუტინს, ეთერზეთის კვალს. გლიკოზიდი სამბუცინიგრინი აღმოჩენილია მხოლოდ ახალ ყვავილში, გაშრობის შემდეგ ის ორთქლდება. დიდგულას პრეპარატებს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას გაცივების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოექტაზების დროს. ასევე იყენებენ გრიპისა და ანგინის საწინააღმდეგოდაც. მისი პრეპარატები გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის ზოგიერთი დაავადების, ხოლო როგორც შარდმდენი საშუალება - თირკმლის დაავადების დროს, თუ თან ახლავს შეშუპება.

ხალხურ მედიცინაში დიდგულას ყვავილს იყენებენ როგორც ოფლმდენ საშუალებას. 1 სუფრის კოვზ ყვავილს ასხამენ 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალს, აჩერებენ თავდახურულს 20 წუთის განმავლობაში, გაწურავენ და სვამენ ცხელ ნაყენს. ყვავილი შედის აგრეთვე ოფლმდენი ჩაის შემადგენლობაში.

ყვავილის ნახარშს ივლებენ პირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ანთებითი პროცესების და რინიტისა და ანგინის დროს. გარდა ამისა მას იყენებენ საფენების სახით დამწვრობის, ჭრილობებისა და ძირმაგარების დროს, მიოზიტების, ნევრალგიისა და სახსრების ტკივილებისას. ბუასილის დროს რეკომენდებულია ყვავილის ნაყენის ან ნახარშის აბაზანის მიღება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიდგულას ყვავილის ნაყენის მისაღებად აიღეთ 5 გ (1 სუფრის კოვზი) ნედლეული, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ წყლის აბაზანაზე 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ 45 წთ, გაწურეთ და დაასხით ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. ნაყენი შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. მიიღეთ თბილი სახით 1/2 - 1/3 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.

დიდგულას ნაყოფს ხალხურ მედიცინაში იყენებენ ასევე, როგორც სუსტ საფაღარათო საშუალებას, ხოლო ქერქის ნახარშს - როგორც ოფლმდენ და შარდმდენ საშუალებას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ერთი კვირის წინ დავიწყე გინკო ბილობას დალევა.ვიცავ დოზირების წესს მაგრამ შევამჩნიე რომ დამეწყო თავბრუსხვევა და გული მიჩქარდება.მაინტერესებს შეიძლება თუ არა ექიმის დანიშნულების გარეშე ამ ვიტამინის მიღება ან საერთოდ ამის ბრალია თუ არა? მადლობა წინასწარ</p>

დიდგულას ნაყოფისაგან ტკბილი ნაყენის მისაღებად აიღეთ დიდგულას 200 გ სიროფი (ვაჟინი) 1 ლ არაყი და 1 ჩაის ჭიქა წყალი. სიროფი გახსენით წყალში, დაუმატეთ არაყი და დადგით 3-4 დღე.

დღეგრძელთა სასმელის მისაღებად 1 სუფრის კოვზ გამშრალ ნაყოფს დაასხით 0,5 ლ წყალი, მოხარშეთ, გაწურეთ, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და მიიტანეთ სუფრასთან ცხელი სახით.

გაითვალისწინეთ!

დიდგულა ზომიერად ტოქსიკური მცენარეა, ამიტომ უკუნაჩვენებია ორსულთა და მეძუძურთათვის, ხოლო 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება სიფრთხილით, ექიმის დანიშნულებით. ამ მცენარის ნედლად გამოყენება უკუნაჩვენებია, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ღებინება, დიარეა და ზოგჯერ მძიმე მოწამვლა. გარდა ამისა, დიდგულა უკუნაჩვენებია ნაწლავის ანთებითი დაავადებების და წყლულოვანი კოლიტის დროს. უკუნაჩვენებია ასევე დიაბეტით დაავადებულთათვის.

იხილეთ ვრცლად

კომენტარები (3)
პაატა
რომ არ შეგეხმიანოდ უკვე რთული პერიოდია, რეკლამის გამო აკეთებენ და ხმარობენ სიტყვა მასაჟს, ე.წ. "სამკურნალო მასაჟი" არ არსებობს დედამიწის უკანასკნელ სახელმწიფოებში როგორც მცნება, არსებობს სამკურნალო ფიზიოთერაპია. მკურნალი გე ხარ შე დალოცვილო , ინტერნეტით გიყურებს საქართველოს მეოთხედი , რა სამკურნალო მასაჟი და სასწაულია ხალხი გეკითხებათ ჩემითო ფიზიო თერაპია გავაკეთოოოო ? სანამ სამკურნალო მასაჟს დავიწყებოოო? რავი მე მგონია რომ სირცხვილია როცა ამხელა საიტი ხარ და ტერმინოლოგიას იყენებ მომხმარებლის მოსაზიდად ! არაფერს ვამბობ იმ უნიჭო 15 ლარიან და 20 ლარიან მასაჟისტებზე რომლებიც მკურნალებად თვლიან თავს!
თარიღი : 12-07-2021
Qeti
Shem gogo's akvs 11 clis myavs da agmoachnda skoliozi 2 xarisxis Th11malis doneze king txe 12.s1 tedzos frtebi marcxniv gadaxrili 4 mile metrit dagvinishnes zurgsamagri masajoriani fexsacmeli 5 military magali marcxena fexze da ra tkma unda mkurnaloba dadis kartul cekvebze da ramdenad sheileba cekvaze siaruli
თარიღი : 07-12-2019
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

7 მცენარე, რომელიც ზამთარში გაციებისგან დაგვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

7 მცენარე, რომელიც ზამთარში გაციებისგან დაგვიცავს

საოცარია, მაგრამ მარტივი და ნაცნობი მცენარე გაციებასთან ბრძოლაში, შეიძლება ყველაზე ეფექტური აღმოჩნდეს.

პირშუშხა

პირშუშხას წვრილად დაჭრილი ფესვი, გაციების საწინაარმდეგო ქმედითი საშუალებაა.მასში შემავალი ფიტონციდები ანადგურებენ ვირუსებს. შეიძლება დავამზადოთ პირშუშხას ნაყენი - 1 საშუალო ზომის ფესვი, წვრილად დავჭრათ და დავასხათ 1 ლიტრი არაყი. ეს ნაყენი შეიძლება გამოვიყენოთ კომპრესების, ან სავლების სახით. პირშუშხამ შეიძლება გამოიწვიოს ლორწოვანი გარსის და კანის გაღიზიანება, ამიტომ მისი გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ნიორი

მისი სასარგებლო თვისებები-ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. პროფილაქტიკის მიზნით, შეიძლება ყოველ დღე დაღეჭოთ 1 კბილი ნიორი. უსიამოვნო სუნის თავიდან ასაცილებლად, ნიორი მიიღეთ სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ. ნივრის მიღების ეს მეთოდი გარდა გაციების პროფილაქტიკისა, აქვეითებს არტერიულ წნევას (მსუბუქი ფორმის ჰიპერტონიისას), ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების ალბათობას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ნერვულ სისტემას.

კიდევ უფრო მარტივია ოთახში ლამბაქზე განლაგებული წვრილად დაჭრილი ნიორის განთავსება. ნივრიდან გამოყოფილი ფიტონციდები, წარმატებულად ანადგურებს ვირუსების მრავალ სახეობას და პათოგენურ ბაქტერიებს, რაც გრიპის ეპიდემიის დროს ძალიან ძვირფასი თვისებაა.

ნიორი უკუნაჩვენებია კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

ხახვი

ხახვი შეიცავს ორგანიზმისთვის მრავალ სასარგებლო ნივთიერებას და შეუძლია დაგვიცვას მავნე მიკროორგანიზმებისაგან. ყველაზე მარტივია, საკვებად მისი ხშირად გამოყენება მიღება.

ასკილი

თავად ასკილი გრიპისა და გაციების სამკურნალო საშუალება არაა, მაგარამ პროფილაქტიკური მიზნით, ძალიან კარგია. ზამთარში რეგულარულად მოამზადეთ ვიტამინების ჩაი - 1 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მასში შედის ვიტამინებისა და მიკროელემენტების უნიკალური თაიგული, რის გამოც იგი ავიტამინოზისა და ნივთიერებათა ცვლის პროფილაქტიკის ბუნებრივი საშუალებაა.

ექინაცეა

ექინაცეა იმუნიტეტის აღსადგენი ძლიერი საშუალებაა და მისი გამოყენება რეკომენდებულია გრიპისა და გაციების პროფილაქტიკისათვის. ექინაციის ექსტრაქტი თრგუნავს არა მარტო გრიპის ვირუსების, არამედ სტრეპტოკოკის, სტაფილოკოკის, ნაწლავის ჩხირის ზრდას. ექინაციის პრეპარატების მიცემა არ შეიძლება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ჟოლო

ბავშვობიდან ყველასათვის ცნობილია, რომ ჟოლოს ჩაის იყენებენ გაციებისა და გრიპის დროს, რაც აიხსნება მასში შემავალი სალიცილის მჟავით. ამ უკანასკნელის საშუალებით ხდება ტემპერატურის დაქვეითება. სალიცილის მჟავა ებრძვის ვირუსებს და კლავს მიკრობებს. გაციების პროფილაქტიკისათვის, საუკეთესოა ჟოლოს ფოთლების ჩაი. ეს ნაყენი უფრო ეფექტურია, ვიდრე ცხელ წყალში გახსნილი ჟოლოს მურაბა.

ალოე

მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ. ალოე ზრდის ორგანიზმის დამცველობით ძალებს, აძლიერებს იმუნიტეტს.

ალოეს პრეპარატებისა და ნაყენის მიღება არ შეიძლება ორსულთათვის, მათთვისაც, ვისაც აქვს ღვიძლის დაავადებები. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

ლალი ჩხიკვაძე