ბავშვი და შიდსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბავშვი და შიდსი

  • მშობლებში აივ-ინფექციის პირველად პროფილაქტიკას;
  • აივდადებით ქალებში არასასურველი ორსულობის თავიდან აცილებას;
  • ნაყოფისა და ახალშობილისთვის აივ-ის გადაცემის პრევენციას ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

აივდადებითი ქალისგან ნაყოფზე ან ახალშობილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია ითვალისწინებს:

  • დედისა და ახალშობილის პროფილაქტიკურ მკურნალობას ანტირეტროვირუსული მედიკამენტებით;
  • ოპტიმალურ სამეანო ღონისძიებებს (საკეისრო კვეთა);
  • ჩვილის უსაფრთხო კვებას (ძუძუთი კვებისგან თავის შეკავებას, თუ უზრუნველყოფილი იქნება ადეკვატური ხელოვნური კვება).

დღეს საქართველოში პედიატრიული შიდსის შესახებ ინფორმაციული დეფიციტი შეინიშნება. ამის შედეგად დაავადების გამოვლენა და მკურნალობა გვიანდება, რაც მეტად სავალალოა, ვინაიდან აივ-ინფექცია განსაკუთრებული აგრესიულობით სწორედ ბავშვთა ასაკში გამოირჩევა. ბავშვებში აივ-ინფექციის მაღალი დონე უპირატესად რეპროდუქციული ასაკის ქალთა ინფიცირების მატებას უკავშირდება. თუ ეპიდემიის დასაწყისში აივინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა საგრძნობლად აღემატებოდა ქალებისას, უკანასკნელ ხანს თანაფარდობა შეიცვალა: მსოფლიოს ყველა რეგიონში განსაკუთრებით სწრაფად იზრდება აივინფიცირებულ ქალთა რიცხვი, განსაკუთრებით კი იქ, სადაც აივ-ინფექციის გავრცელების მთავარ გზას ჰეტეროსექსუალური კონტაქტი წარმოადგენს. ასეთია აღმოსავლეთ აზიის, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მრავალი ქვეყანა.

როდის ითვლება ბავშვი აივინფიცირებულად?

ჯანმოს ახალი რეკომენდაციების თანახმად, იქ, სადაც არ არსებობს სპეციალური გამოკვლევის ჩატარების შესაძლებლობა, ბავშვი შეიძლება აივ-ინფექციაზე საეჭვოდ მივიჩნიოთ, თუ აღენიშნება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სამი სიმპტომი ან მდგომარეობა:

  • სასუნთქი გზების ორი ან მეტი ინფექცია, რომელსაც დასჭირდა ანტიბიოტიკებით მკურნალობა ზედიზედ ორი თვის განმავლობაში;
  • პერსისტული (14 დღეზე ხანგრძლივი) დიარეის ერთი ან მეტი ეპიზოდი ან მწვავე დიარეის ორი ან მეტი ეპიზოდი განვლილი ორი თვის განმავლობაში;
  • პირის ღრუს კანდიდოზი (რძიანა);
  • გადიდებული ლიმფური კვანძები ორ ან სამ სხვადასხვა (კისრის, იღლიის, საზარდულის) რეგიონში;
  • წონის მერყეობა (ზედიზედ ორი თვის განმავლობაში წონის მრუდის მატების შეჩერება ან კლება).

აივ-ინფექციის კლინიკური თავისებურებანი ბავშვთა ასაკში

დაავადების აშკარა გამოვლინებამდე პერიოდი ბავშვებში უფრო ხანმოკლეა, ვიდრე ზრდასრულებში და შეადგენს 3-5 წელს. ბავშვებში ასევე გაცილებით ნაკლებია სიცოცხლის ხანგრძლივობა კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ. პერინატალური ინფიცირების შემთხვევაში კლინიკური ნიშნების გამოვლენის საშუალო ასაკი 2,5 წელია. თუ სიმპტომატიკა გამოვლინდა სიცოცხლის პირველივე წელს, ასეთი ბავშვი უმეტესად ერთ წლამდე იღუპება. ბავშვებში, რომლებიც დაინფიცირდნენ დედისგან (ვერტიკალური ტრანსმისიით) მუცლადყოფნის დროს, არ არის აღწერილი მწვავე მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომის განვითარება. სპეციფიკურ სიმპტომად ითვლება რძიანა, რომელსაც, მკურნალობის მიუხედავად, განმეორებითობა ახასიათებს. რძიანა შეიძლება აივ-ინფექციის პირველ სიმპტომად მოგვევლინოს. ბავშვებს ახასიათებთ ზრდა-განვითარების შეფერხება, მრავლობითი დარღვევა ქალა-სახისა და ტვინის ნაწილებში. აივინფიცირებულ ახალშობილებს აქვთ სახის თავისებური ნაკვთები: წინ წამოწეული შუბლი, ბრტყელი ცხვირი, ეგზოფთალმი (თვალბუდიდან წამოწეული თვალები) მოცისფრო სკლერების ფონზე და მიკროცეფალია. როდესაც ეს სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, შიდსი ვლინდება სიცოცხლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ხოლო მცირედ გამოხატული ცვლილებების შემთხვევაში - 1 წლიდან. აივინფიცირებულ ბავშვებში ხშირია ვირუსული ინფექციები, ოტიტი და პნევმონია, ქრონიკული გასტროენტერიტი და ტუბერკულოზი. გარდა ამისა, ხშირად აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება, მორეციდივე ცხელება, დიარეა და გენერალიზებული დერმატიტი. დაავადების ეს გამოვლინებები ცუდად ემორჩილება მკურნალობას და ხშირად სიცოცხლისთვის საშიში ხდება. მრავალ აივინფიცირებულ ბავშვს აღენიშნება ნევროლოგიური პათოლოგია, უმეტესად - ენცეფალოპათია ან გონებრივი ჩამორჩენილობა. ასეთი ბავშვების ორგანიზმში მიმდინარეობს კალციფიკაციის პროცესები. შიდსის დროს ყბაყურა ჯირკვლის დაზიანება მხოლოდ პედიატრიულ პრაქტიკაშია აღწერილი. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ კაპოშის სარკომა ბავშვებისთვის დამახასიათებელი არ არის, მაგრამ უკანასკნელ ხანს ასეთი შემთხვევებიც იქნა აღწერილი. ყველა ექიმს უნდა ახსოვდეს, თუ პაციენტს აღენიშნება შიდსზე საეჭვო სიმპტომატიკა ან მიეკუთვნება რისკის ჯგუფს, აივ-ანტისხეულებზე გამოკვლევა აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამით ექიმი თავიდან აიცილებს არა მარტო დიაგნოსტიკურ შეცდომას და უშედეგო მკურნალობას, არამედ პაციენტთან კონტაქტში მყოფ პირებსაც მოაცილებს ინფიცირების საფრთხეს. შიდსი საყოველთაო პრობლემაა. იგი ყველას ემუქრება. სადღეისოდ არც შიდსის საწინააღმდეგო ვაქცინა არსებობს და არც რადიკალური სამკურნალო საშუალება, ამიტომ მასთან ბრძოლის ერთადერთ რეალურ გზად შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა რჩება.