შიდსი - საუკუნის მრისხანე დაავადება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდსი - საუკუნის მრისხანე დაავადება

იგი ემუქრება ყველას, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ ეროვნებისა, და მიეკუთვნება იმ დაავადებებს, რომელთა სრული განკურნება თანამედროვე სამედიცინო საშუალებებით შეუძლებელია, ამიტომ აივ ინფექცია/შიდსით დაავადების თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკის სპეციფიკური საშუალება ვაქცინაა, მაგრამ, თუმცაღა ამ მიმართულებით მთელ მსოფლიოში საკმაოდ დიდი ფინანსური და ინტელექტუალური პოტენციალი იხარჯება, აივ ინფექციის საწინააღმდეგო ეფექტური ვაქცინის შექმნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. მცირედი სიმშვიდის საფუძველს იძლევა ის ფაქტი, რომ რამდენიმე ათეული ვაქცინა ჯერ კიდევ აპრობაციას გადის.

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ იმ სტატისტიკას, რომელიც 2010 წლის ოქტომბრისთვის საქართველოს ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრშია რეგისტრირებული: შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 2593 ადამიანი, საიდანაც 1914 მამაკაცია, 679 - ქალი; პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდე ასაკისაა; დღემდე შიდსი განუვითარდა 1399 პაციენტს, 559 კი გარდაიცვალა. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს გამოვლინდა 350-ზე მეტი ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს 784 პაციენტი, მათგან 32 ბავშვია. შიდსის ეპიდემია ძალას იკრებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოში აივ ინფექციის ყველაზე სწრაფი აღმავლობა დაფიქსირდა. 1995 წელს ეპიდაფეთქება აღინიშნა უკრაინასა და ბელორუსიაში, სამიოდე წლის შემდეგ კი ჩვენს მეზობელ რუსეთში, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდება. საქართველოში კი ყველაზე მეტი აივინფიცირებული თბილისსა და დასავლეთ საქართველოშია აღრიცხული. აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ რადიკალური გზად შიდსის ყოვლისმომცველი პროფილაქტიკა რჩება. ყოფილ საბჭოთა კავშირში შიდსის პროფილაქტიკა ეფუძნებოდა მკაცრ ეპიდზედამხედველობას და იძულებით, რამდენადმე დისკრიმინაციულ ღონისძიებებს, მაგრამ ეპიდემიასთან ბრძოლის ასეთი მეთოდი მხოლოდ დროებით იძლევა გარკვეულ შედეგს, საბოლოო ჯამში კი ის მაინც არაეფექტურია. სადღეისოდ საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკური ღონისძიებები ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება:

  • ბიოსამედიცინო მიმართულება გულისხმობს სამედიცინო მანიპულაციების უსაფრთხოებას, დონორთა სისხლისა და/ან ორგანოების ტესტირებას, სტერილიზაცია-დეზინფექციის პრინციპების დაცვას;
  • ქცევითი სფეროს მიმართულება მოიცავს აივ ინფექცია/შიდსის გადაცემასთან დაკავშირებულ სარისკო ქცევებს. შიდსის ვირუსით ინფიცირების სარისკო ქცევის მქონე ადამიანთა ჯგუფს მიეკუთვნებიან: ნარკომანები, მეძავები, ჰომოსექსუალები, ხშირი დაუცველი სქესობრივი კონტაქტების მქონე პირები, აგრეთვე ის პირები, რომლებიც იმყოფებოდნენ აივ ინფექცია/შიდსის მხრივ არაკეთილსაიმედო ქვეყნებში (უკრაინა, რუსეთი და სხვ.), იძულებით ადგილნაცვალი პირები (ლტოლვილები), სისხლის ხშირი რეციპიენტები. პირები, რომელთაც ჩაიტარეს სამედიცინო მანიპულაცია არასაკმარისად გასტერილებული სამედიცინო იარაღებით. რისკჯგუფს მიეკუთვნება გარკვეული პროფესიის სამედიცინო პერსონალი (ქირურგები, გინეკოლოგები, სისხლის ლაბორატორიის თანამშრომლები რომელთაც კონტაქტი აქვთ სისხლთან, ასევე ექთნები, რომლებიც ატარებენ სამედიცინო მანიპულაციებს და სხვა).

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას, შიდსი მომაკვდინებლიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად იქცეს. განასხვავებენ აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობის შემდეგ მიმართულებებს:

  • ნტირეტროვირუსული მკურნალობა (არვ);
  • ოპორტუნისტულ ინფექციათა მკურნალობა;
  • იმუნოკორექცია და იმუნორეაბილიტაცია.

1. თრგუნავს ვირუსის რეპლიკაციას.

2. ახანგრძლივებს ინფიცირებულის სიცოცხლეს და ანელებს დაავადების პროგრესირებას.

3. სისხლში ვირუსის კონცენტრაციის შემცირების გზით ამცირებს დაავადების გადაცემის რისკს.

4. აუმჯობესებს პაციენტის სიცოცხლის ხარისხს.

არვ თერაპიის ფონზე ადვილია ოპორტუნისტული დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, რასაც დიდი თერაპიული, მორალური და ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს როგორც პაციენტისთვის, ისე სახელმწიფოსთვისაც. არვ თერაპიის შეწყვეტა ან რეჟიმის დარღვევა იწვევს დაავადების სწრაფ პროგრესირებას და ვირუსის რეზისტენტური ფორმების განვითარებას, ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს პრეპარატების მიღების რეჟიმის ზუსტად დაცვას, ასევე გვერდითი ეფექტების დროულად გამოვლენას და მათ წინააღმდეგ ბრძოლას. ანტირეტროვირუსული თერაპია მოითხოვს დიდ ეკონომიკურ რესურსებს, რაც ხელს უშლიდა რეჟიმის ზუსტ დაცვას და მის ფართო გამოყენებას.

საქართველო უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100%-იან ხელმისაწვდომობას. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას, მკურნალობა ამბულატორიულად მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში კი ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია. წესისამებრ, აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევა იმუნური სისტემის მდგომარეობისა და ვირუსული დატვირთვის დასადგენად. მდგომარეობის მონიტორინგი აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. თბილისში არსებული ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის გარდა საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონული ცენტრი: ბათუმსა და ზუგდიდში. თამამად შეიძლება ითქვას, რომ სადღეისოდ საქართველოში შიდსის მკურნალობა ზუსტად ისე მიმდინარეობს, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში.

სამწუხაროა, რომ კაცობრიობის დიდ ნაწილს დღესაც არ აქვს სწორი წარმოდგენა აივ ინფექცია/შიდსის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ამ პრობლემას შორიდან უყურებენ და არავინ ფიქრობს იმაზე, რომ ეს დაავადება მასაც შეიძლება შეეხოს. აივ ინფექცია/შიდსის შესახებ არასაკმარისი ცოდნის გამო დაავადებულთა მიმართ ყალიბდება სტიგმა და ხდება მათი დისკრიმინაცია, ინფიცირებულთა უფლებების დარღვევა. სტიგმისა და დისკრიმინაციის გამო ინფიცირებულთა დიდი ნაწილი მალავს თავის სტატუსს, რაც ხელს უწყობს დაავადების გავრცელებას. იმისთვის, რომ აივ ინფექცია/შიდსის პროფილაქტიკა და მკურნალობა ეფექტურად განხორციელდეს, საჭიროა, ყველა გავერთიანდეთ ამ დაავადების წინააღმდეგ. მხოლოდ ამგვარად თუ შევძლებთ მის დამარცხებას.