გეგმური აცრები სავალდებულო ხდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
გეგმური აცრები სავალდებულო ხდება
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური აცრები სავალდებულო ხდება.

ცვლილების თაობაზე პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ ისაუბრა. მისი განმარტებით, ცვლილება ორ კანონში შედის და აცრების გეგმური ეროვნული კალენდარი, სავალდებულო გეგმური კალენდარი ხდება.

“წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპი არის ერთი - მკაფიო გზავნილი გავუგზავნოთ ჩვენს მოქალაქეებს იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო ძალიან ერთმნიშვნელონად აფიქსირებს, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი უსაფრთხო და ეფექტიანი მეთოდი, რომ თავიდან ავიცილოთ ისეთი საშიში დაავადებები, რომლებიც ჩვენი შვილების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება. ეს
დაავადებებია წითელა, პნევმოკოკური ინფექციები და ყველა ის დაავადება, რომლებიც გეგმური იმუნიზაციის კალენდრით თავიდან აცილებადია“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ინიციატივასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომაზე მიწვეულმა პედიატრებმა მოსაზრებები გამოთქვეს და ცვლილებების განხორციელებაზე მზაობა გამოხატეს. “ჩვენ ინიციატივას მივესალმებით. მაქსიმალურად შევეცდებით მის განხორცილებას მხარი დავუჭიროთ. არის შემთხვევები, როდესაც პაციენტის მშობელი
უნდობლად მოგვმართავს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის შესახებ, პირველ ეტაპზე, მშობლების განათლების დონის ამაღლება. კარგი იქნება თუ ამ საკითხში სამინისტროებთან ერთად, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც თუ დაგვეხმარება. საკითხი საკმაოდ სენსიტიურია, თუმცა როგორც კი მშობელს სწორედ განემარტება ვაქცინაციის აუცილებლობის მნიშვნელობა, იგი უარს აღარ იტყვის საკუთარი შვილის აცრაზე. ჩვენს ქვეყანას აქვს ყველაზე მაღალი ხარისხის ვაქცინები, აღმოსავლეთ ევროპის ბევრი ქვეყნის კალენდარს ვუსწრებთ კიდეც და ამის გამოუყენებლობა ფაქტობრივად დანაშაულია“, - განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მე ვემხრობი, რომ აცრები სავალდებულო იყოს, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი
23-04-2018
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება.
20-12-2017
გამონაბოლქვის რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ქალაქში ავტომობილების მოძრაობის ორგანიზება
09-12-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ცხელებისგან დაზარალებულთა დიდი ნაწილი მოდის სერბეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე, უნგრეთსა და
სკოლებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ
მითი#1- ზოგიერთი დაავადებით შეიძლება დასნებოვნება საუნაში, აბანოში და აუზში
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ
ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
2020 წელს, საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება