წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ
წითელას აცრის დამადასტურებელი საბუთის წარდგენას სკოლის მოსწავლეებს არ მოსთხოვენ
სკოლებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ არის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აუცრელი ბავშვების მშობლებს მხოლოდ რეკომენდაცია ეძლევათ, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.
„წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის № 41 განკარგულების შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აღნიშნული პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით, დაევალა ზოგად, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენა და ინფორმაციის მიწოდება სჯდ ცენტრებისათვის;

აღნიშნული
ხორციელდება სკოლის ექიმების მიერ ყველა კლასში. აუცრელი ბავშვების მშობლებს ეძლევათ რეკომენდაცია, დროულად უზრუნველყონ შვილებისთვის აცრების ჩატარება.

მოსწავლის სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალში არ არის გეგმური აცრების ჩატარების თაობაზე გაცემული ცნობა“, - აცხადებენ უწყებაში.

წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა არც საბავშვო ბაღებში იქნება სავალდებულო. ამის შესახებ
„ინტერპრესნიუსს“ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახაბერ გვანცელაძემ განუცხადა. მისი თქმით, ბაღების სააგენტო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების მიხედვით მოქმედებს, რომლის მიხედვითაც აცრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ბავშვის ბაღში მიღებისას აუცილებელი არ არის.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში წითელას ვაქცინაცია 40 წლამდე ასაკის მოქალაქეთათვის უფასოა, ხოლო 40 წელს ზემოთ პირს ვაქცინაციის გაკეთება უფასოდ მაშინ შეუძლია, თუ მას წითელათი დაავადებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
25-09-2018
„პალიტრა მედია“ ჰოლდინგის სათავო ოფისში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის
15-02-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტუბერკულოზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ და სიკვდილიანობის თვალსაზრისით საშიშ ინფექციურ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
ცხელებისგან დაზარალებულთა დიდი ნაწილი მოდის სერბეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე, უნგრეთსა და
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური
მითი#1- ზოგიერთი დაავადებით შეიძლება დასნებოვნება საუნაში, აბანოში და აუზში
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით