რა უნდა ვიცოდეთ ვენერიული დაავადებების შესახებ - მითები, რომლებიც შვებულების წინ უნდა გავფანტოთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა უნდა ვიცოდეთ ვენერიული დაავადებების შესახებ - მითები, რომლებიც შვებულების წინ უნდა გავფანტოთ

სინამდვილეში ეს ასე არ არის. ვენერიული დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები გარემოში ადვილად იღუპებიან. გარდა ამისა, ერთეული გამომწვევით დაავადება ვერ განვითარდება. თუმცა ეს არ უნდა გახდეს ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიწყების მიზეზი, იმდენად, რამდენადაც მიკროორგანიზმებმა მოკლე პერიოდი სიცოცხლის უნარი შეიძლება შეინარჩუნონ თბილ, ნოტიო ნივთებზე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი პირსახოცი, ნეჭი. ასევე არ ისარგებლოთ სხვისი ტუჩსაცხით.

მითი#2- არ არსებობს ვენერიული დაავადებებისგან თავდაცვის საიმედო საშუალებები

უმეტეს შემთხვევაში დასნებოვნებისგან პრეზერვატივი იცავს. ქალებმა, შესაძლებელია დამატებით, ინფიცირების რისკის შესამცირებლად, გამოიყენონ ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი სპერმიციდები, სპეციალური საცხები ან კრემები. თუმცა მხოლოდ სპერმიციდების, როგორც დაცვის ერთადერთი საშუალების გამოყენება, საკმარისი არაა.

მითი#3-ვენერიული დაავადება არ გადაეცემა არატრადიციული სექსის დროს

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დასნებოვნების რისკი ზოგჯერ ორალური ან ანალური სექსის დროს უფრო მაღალია. თუ პირის ღრუს ლორწოვანი ტრავმირებულია ან მასზე არის მიკრონახეთქები, დაავადების გამომწვევი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ფარინგიტი, პროქტიტი, ქლამიდიური კონიუნქტივიტი და სხვა დაავადებები.

მითი #4-შეწყვეტილი სქესობრივი აქტიც დაცვის საშუალებაა

ეს არ არის ორსულობისგან, მით უმეტეს ვენერიული დაავადებებისგან დაცვის 100% გარანტია. მათი გამომწვევი არა მარტო სპერმაშია, არამედ სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. თუ ერთ-ერთი პარტნიორი დაავადებულია, დაავადებისგან თავდაცვა მხოლოდ პრეზერვატივით შეიძლება.

ლალი ჩხიკვაძე