რა უნდა ვიცოდეთ ვენერიული დაავადებების შესახებ - მითები, რომლებიც შვებულების წინ უნდა გავფანტოთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
რა უნდა ვიცოდეთ ვენერიული დაავადებების შესახებ - მითები, რომლებიც შვებულების წინ უნდა გავფანტოთ
რა უნდა ვიცოდეთ ვენერიული დაავადებების შესახებ - მითები, რომლებიც შვებულების წინ უნდა გავფანტოთ
მითი#1- ზოგიერთი დაავადებით შეიძლება დასნებოვნება საუნაში, აბანოში და აუზში სინამდვილეში ეს ასე არ არის. ვენერიული დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმები გარემოში ადვილად იღუპებიან. გარდა ამისა, ერთეული გამომწვევით დაავადება ვერ განვითარდება. თუმცა ეს არ უნდა გახდეს ჰიგიენის ელემენტარული წესები დავიწყების მიზეზი, იმდენად, რამდენადაც მიკროორგანიზმებმა მოკლე პერიოდი სიცოცხლის უნარი შეიძლება შეინარჩუნონ თბილ, ნოტიო ნივთებზე. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სხვისი პირსახოცი, ნეჭი. ასევე არ ისარგებლოთ სხვისი ტუჩსაცხით.

მითი#2- არ არსებობს ვენერიული დაავადებებისგან თავდაცვის საიმედო საშუალებები

უმეტეს შემთხვევაში დასნებოვნებისგან პრეზერვატივი იცავს. ქალებმა, შესაძლებელია დამატებით, ინფიცირების რისკის
შესამცირებლად, გამოიყენონ ანტიბაქტერიული კომპონენტების შემცველი სპერმიციდები, სპეციალური საცხები ან კრემები. თუმცა მხოლოდ სპერმიციდების, როგორც დაცვის ერთადერთი საშუალების გამოყენება, საკმარისი არაა.

მითი#3-ვენერიული დაავადება არ გადაეცემა არატრადიციული სექსის დროს

სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებით დასნებოვნების რისკი ზოგჯერ ორალური ან ანალური სექსის დროს უფრო მაღალია. თუ პირის ღრუს ლორწოვანი
ტრავმირებულია ან მასზე არის მიკრონახეთქები, დაავადების გამომწვევი შეიძლება მოხვდეს სისხლის მიმოქცევაში. გარდა ამისა, შეიძლება განვითარდეს ფარინგიტი, პროქტიტი, ქლამიდიური კონიუნქტივიტი და სხვა დაავადებები.

მითი #4-შეწყვეტილი სქესობრივი აქტიც დაცვის საშუალებაა

ეს არ არის ორსულობისგან, მით უმეტეს ვენერიული დაავადებებისგან დაცვის 100% გარანტია. მათი გამომწვევი არა მარტო სპერმაშია, არამედ სისხლში და სხვა ბიოლოგიურ სითხეებში. თუ ერთ-ერთი პარტნიორი დაავადებულია, დაავადებისგან თავდაცვა მხოლოდ პრეზერვატივით შეიძლება.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტუბერკულოზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ და სიკვდილიანობის თვალსაზრისით საშიშ ინფექციურ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
ცხელებისგან დაზარალებულთა დიდი ნაწილი მოდის სერბეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე, უნგრეთსა და
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური
სკოლებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით