ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევებზე მოსახლეობას რეკომენდაციებს აძლევს
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ მივმართოთ რაბიოლოგს, მაშინაც კი თუკი ცხოველი იყო აცრილი, - ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა ვახტანგ ლომჯარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, რისკი იმატებს თუკი დაკბენა ნერვული დაბოლოებების არეალებში მოხდა, მაგალითად თითებზე, თავის არეში და ა.შ.

როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, ძაღლების მიერ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები წინა წელთან შედარებით გაზრდილი არ არის, თუმცა, მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს პატრონიანი ძაღლებისგან უფრო ხშირად აქვს ადგილი, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან.

„ვერ ვიტყვით, რომ დაკბენა-დაკაწვრის შემთხვევები გახშირებულია, თუმცა გაზაფხულსა და
ზაფხულში სტანდარტულად მეტია ხოლმე იმიტომ, რომ ლეკვების დაბადების პერიოდში დედა შეიძლება უფრო აგრესიული იყოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ დაკბენის ფაქტები უფრო მეტია პატრონიანი ცხოველისგან, ვიდრე მიუსაფარი ცხოველებისგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას, ვისაც ცხოველი ჰყავს სახლში, აცრილი ჰყავდეს, როგორც ცოფზე, ასევე კოპლექსურებზე. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როდესაც
შეკითხვა ექიმს
პატრონები საკუთარ ოთხფეხა მეგობრებს ცოფზე არ ცრიან. მკაცრი რეკომენდაციაა, რომ ყველა პროცედურა დავიცვათ, მათ შორის ცხოველის იდენტიფიკაციის, ჩიპირების თუ აცრების მიმართულებით იმისთვის, რომ როგორც საკუთარი თავები, ასევე სხვებიც დავიცვათ,“ - განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა მოსახლეობას მოუწოდა, არ მიატოვონ თავიანთი ძაღლები ქუჩაში. მისი თქმით, ცხოველის ყოლის სურვილის შემთხვევაში, სააგენტო მზად არის, როგორც ინდივიდუალურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს თავშესაფარში მყოფი ცხოველები აჩუქოს.

„ჩვენ მზად ვართ მოსახლეობასთან ნებისმიერი მიმართულებით ვითანამშრომლოთ, მაგალითად ადამიანებთან, რომლებსაც უნდათ იჩუქონ ლეკვი ან ბიზნესებთან, რომლებსაც ტერიტორიის დასაცავად მცველი სჭირდებათ. შეგიძლიათ, მოგვმართოთ და იჩუქოთ როგორც შერეული, ასევე ჯიშიანი ცხოველები თავშესაფრიდან,“ - აღნიშნა ლომჯარიამ.
თარიღი : 09-08-2018
Natia
Gamarjobat....chventan quchashi dzalian momravlda upatrono dzaglebi....dzalian meshinia ....yovel nabijze dzaglebi gxvdeba....tan daavadebuli dzaglebic aris....vis mivmartot,rom sashisroeba agvacilon tavidan
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ყველაფერი იწყება ხველებით ან ხიხინით, რასაც მოსდევს მკერდში ხუთვის შეგრძნება, სუნთქვა ხშირდება
11-09-2018
"წითელა მობრუნდა და არ გაჩერდება, თუ..." - პაატა იმნაძის რეკომენდაციები, რომ ამ ინფექციით არ დაავადდეთ
05-02-2018
წელს, გრიპის სეზონი როგორც ევროპაში, ისე ჩვენთან შედარებით მშვიდად მიმდინარეობს,
09-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ტუბერკულოზი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვერაგ და სიკვდილიანობის თვალსაზრისით საშიშ ინფექციურ
მომაკვდინებელ დაავადებებთან საბრძოლველად კაცობრიობა უკვე დიდი ხანია იყენებს ვაქცინებს,
ცხელებისგან დაზარალებულთა დიდი ნაწილი მოდის სერბეთზე, იტალიაზე, საბერძნეთზე, უნგრეთსა და
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პროექტს, რომლის მიხედვით, გეგმური
სკოლებში წითელას აცრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სავალდებულო არ
მითი#1- ზოგიერთი დაავადებით შეიძლება დასნებოვნება საუნაში, აბანოში და აუზში
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით