რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა სტომატიტის სამკურნალო პლასტირი შექმნეს
მეცნიერებმა სტომატიტის სამკურნალო პლასტირი შექმნეს
დღეისათვის პირის ღრუს ლიქენისა და სტომატიტის სამკურნალოდ იყენებენ სავლებს, კრემებს ან სტეროიდის შემცველ მალამოებს. თუმცა, მათი მოქმედების სუსტი ეფექტი გამოწვეულია ჭრილობასთან ხანმოკლე კონტაქტით. მეცნიერებმა შექმნეს პირის ღრუს ბიოგანლევადი პლასტირი Rivelin.

სავლებისგან განსხვავებით, იგი მოქმედებს დამიზნებით და დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს პირის ღრუში, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო და ბარიერულ ეფექტს. ეს მნიშვნელოვნად აჩქარებს დაზიანებული უბნების შეხორცებას ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა პირის ღრუს წითელი ბრტყელი ლიქენი და მორეციდივე აფთოზური სტომატიტი.

პირის ღრუს ქრონიკულ ანთებით მდგომარეობას ჩვეულებრივ თან ახლავს მტკივნეულობა, რაც მნიშვნელოვნად მოქმედებს ცხოვრების ხარისხზე.
ავტორების თქმით, პაციენტები, რომელთაც გამოსცადეს აღნიშნული პლასტირი, აღნიშნავენ ტკივილის სწრაფად შემსუბუქებას. პლასტირის კიდევ ერთი პლუსია გამოყენების მოხერხებულობა, დღის განმავლობაში არ შორდება და არ საჭიროებს ხელმეორედ წასმას.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრისა და ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი „პლასტირი“. ის ორგანიზმს, სპეციალური მიკროსკოპული ნემსების საშუალებით, პრობლემურ ზონებში აწვდის ცხიმის დამწველ საშუალებას. მოწყობილობა უკვე გამოსცადეს თაგვებზე.
26-09-2017
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ქირურგიული ინსტრუმენტებისა და იმპლანტების ზედაპირზე პათოგენური მიკროორგანიზმებისგან შემდგარი
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
სადღეისოდ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსს (აივ-ს) ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსად მიიჩნევენ. ყველაზე
შეფილდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს უნიკალური მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია ბაქტერიული ინფექციის
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით
ბოლო მონაცემებით, წელს აივ/შიდსის 270 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც 30 შემთხვევით მეტია გასული წლის
16 ივლისი 2018
ჯანდაცვის სამინისტრო პოლიფარმაციის შემთხვევების ანუ მედიკამენტების ჭარბად დანიშვნის პრევენციის მექანიზმს
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის