შიდს-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა მეორე ეტაპზე გადავიდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შიდს-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გამოცდა მეორე ეტაპზე გადავიდა

ცუდი არის ის, რომ აღნიშნულ ინფექციასთან საბრძოლველად ჯერ კიდევ არანაირი საშუალება არ არსებობს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ შექმნილია ახალი ვაქცინა, რომლის გამოცდაც ინტესიურად მიმდინარეობს. წინასწარი მონაცემებით შედეგები საკმაოდ დამაიმედებელია.

აღმოსავლეთის უნივერსიტეტის მეცნიერებმა წარმოადგინეს მსოფლიოში პირველი პრევენციული ვაქცინა, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ ვირუსის განადგურება, არამედ ორგანიზმზე უარყოფითი ზემოქმედება არ გააჩნია. ამ ეტაპზე ვაქცინის გამოცდა 33 მოხალისეზეა ჩატარებული. შედეგები დამაკმაყოფილებელზე მეტია, რადგან ვაქცინამ ნამდვილად გაანადგურა ვირუსი 33-ვე ორგანიზმში, სერიოზულ გვერდით მოვლენებს კი ადგილი არ ჰქონია.

ახლა მკვლევარები კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპისთვის ემზადებიან. მეცნიერთა და მედიკოსთა ჯგუფის მთავარი ხელმძღვანელის განცხადებით,მეორე ეტაპზე უფრო მასშტაბური კვლევები განხორციელდება. ეს საჭიროა პრეპარატის ეფექტურობის შესაფასებლად, რამდენად აქტიურად გამომუშავდება იმუნოდეფიციტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

აღნიშნული ვაქცინის შემუშავებისთვის მეცნიერებმა გამოიყენეს გრიპის, ჰეპატიტისა და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო პრეპარატების მოქმედების პრინციპი. აივ-ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა ბევრად რთული აღმოჩნდა, რადგან ვირუსი სწრაფად ანგრევს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციებს. პრობლების გადასაჭრელად მეცნიერებმა ვირუსის ზოგიერთი გენი შეცვალეს მწერების გენეტიკური მასალით. ამის გამო ვირუსის უჯრედები სრულიად უსაფრთხო გახდა ადამიანის ორგანიზმისთვის.

დაველოდოთ, რა შედეგებს მოიტანს კლინიკური გამოცდის მეორე ეტაპი.

თინათინ გოცაძე