ქოლესტერინის ანომალური დონე იმუნიტეტს აქვეითებს ინფექციურ დაავადებებს იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქოლესტერინის ანომალური დონე იმუნიტეტს აქვეითებს ინფექციურ დაავადებებს იწვევს

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკჯგუფში არიან. ბოლო კვლევებით გაირკვა, რომ ქოლესტერინის ანომალური დონე სხვა რისკებსაც ქმნის.

კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აჩვენეს, რომ მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (იგივე "კარგი" ქოლესტერინის) ანომალური დონე, როგორც უკიდურესად მაღალი, ასევე ექსტრემალურად დაბალი, ნეგატიურად აისახება იმუნიტეტზე.

კვლევის ფარგლებში 100 ათასი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გააანალიზეს. მათ 21 %-ს "კარგი ქოლესტრინის" დონე ნორმაზე ბევრად დაბალი ჰქონდა, 8 %-ს კი პირიქით - ძალიან მაღალი.

საყურადღებოა, რომ ორივე კატეგორიის პაციენტებს, ლიპოპროტეინების ნორმალური დონით გამორჩეულ პირებთან შედარებით, ბევრად უფრო ხშირად აღენიშნებოდათ ინფექციური დაავადებები, კერძოდ, გასტროენტერიტი ან პნევმონია. ინფექციური პათოლოგიებით დასნებოვნების განსაკუთრებით მაღალი რისკი ჰქონდათ ქოლესტერინის დაბალი დონით გამორჩეულ პირებს.

მეცნიერთა განცხადებით, პირდაპირ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე მსჯელობა ჯერ ნაადრევია. ამისათვის სხვა დამატებითი კვლევების ჩატარებაა აუცილებელი, თუმცა, ერთი ცხადია - ქოლესტერინის ანომალური დონე ინფექციურ დაავადებებთანაა შეჭიდული.

თინათინ გოცაძე