ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე
ახლა გვიტევს წითელა, მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის სავალდებულოდ დანერგვასთან დაკავშირებით ინიციატივა მომზადდება. ამის შესახებ გამყრელიძემ ევროპის იმუნიზაციის კვირეულის გახსნის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი რამდენჯერმე დადგა, თუმცა ვერ მოხდა მისი ორგანიზება.

"დღეს არსებობს პარლამენტის პოლიტიკური ნება და მომზადდება ეს ინიციატივა, ვინაიდან მრავალმა ქვეყანამ მთელ რიგ ვაქცინებზე დააწესა სავალდებულო ვაქცინაცია, მათ შორის მაგალითად, ექიმებისთვის. დარწმუნებული ვარ, ამ ინიციატივას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება", - განაცხადა გამყრელიძემ და იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"იმუნიზაცია არის ყველაზე უფრო ეფექტური საზოგადოებრივ-ჯანდაცვითი
ინტერვენცია, რომელიც მედიცინაში მეცნიერებას მოუგონია. მან გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და იცავს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობას. იმუნიზაციის მეშვეობით აღმოიფხვრა მრავალი დაავადება, მათ შორის ყვავილი. დღესაც მიმდინარეობს დაავადებების აღმოფხვრა. ახლა რიგში დგას წითელა, რომელიც ასევე უნდა აღმოიფხვრას", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყველა ვაქცინა, რომელიც იმუნიზაციის
კალენდრით შემოდის, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებია.

"ვაქცინა და ვაქცინაცია არის უფასო. მოვუწოდებ მშობლებს, აცრან ბავშვები, ახლა გვიტევს წითელა და ვთხოვ ყველას, გაიკეთონ აცრები თავად და გაუკეთონ შვილებს", - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება წითელას, მისი ინფორმაციით, წითელას ზრდის ტემპმა მოიკლო.

გამყრელიძემ მედიის წარმომადგენლებს საინფორმაციო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ფინელი მეცნიერები ახალი ვაქცინის ტესტირების პირველ შედეგებს აქვეყნებენ. მათი გამოგონება ეფუძნება
03-07-2018
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
20-06-2018
ისევ შეგვახსენა თავი წითელამ, დაავადებამ, რომელსაც “ბატონების” სახელით იცნობს ხალხი და ის ბავშვთა
05-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მითი#1- ზოგიერთი დაავადებით შეიძლება დასნებოვნება საუნაში, აბანოში და აუზში
ძაღლის მიერ ნებისმიერი დაკაწვრის, დაკბენის, დადორბვლის შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაუყოვნებლივ
ჰეპატიტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
2020 წელს, საქართველო შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც წარმატებით გაუმკლავდება C ჰეპატიტს მისი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისისა და ივნისის თვეებში სავარაუდო
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის მცხოვრები 65-წლამდე ასაკის მამაკაცი, სავარაუდოდ, მწერის ნაკბენის
16 აგვისტო 2018
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ფარმაცევტულ დაწესებულებებს მიმართავს, VALSARTAN-ის
17 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ღამით მძიმე საკვების მიღება მავნებელია, მაგრამ ექიმები ცარიელი კუჭით დაძინებასაც არ
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868