C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
C ჰეპატიტის პროგრამით 40 000-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა
თბილისში, სასტუმრო "რედისონში" C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საერთაშორისო მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრა იმართება.

ჯგუფი განიხილავს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის არსებულ მდგომარეობას, პროგრამის შედეგებსა და მიღწევებს, წინა რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მდგომარეობას, ასევე C ჰეპატიტის პრევენციისა და კონტროლის საკითხებში მიღწეულ პროგრესს და ჯერ კიდევ არსებულ გამოწვევებს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, დღევანდელი შეხვედრა რიგით მესამეა და საერთაშორისო ექსპერტები განიხილავენ ჰეპატიტის აღმოფხვრის პროექტის მიმდინარეობას.

„ეს პროექტი საყოველთაო შეფასებით აღიარებულია მსოფლიოში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთ ლიდერ პროგრამად. მას მართლაც განსაკუთრებული მიღწევები აქვს, 40 000-ზე
მეტმა ადამიანმა გაიარა ეს კურსი, ანუ თითქმის მესამედმა, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. თუმცა არის გამოწვევები და ეს გამოწვევები შეიძლება ჩამოვაყალიბოთ ერთი წინადადადებით, რომ აქამდე მკურნალობას გადიოდნენ ის ადამიანები, ვინც ამ დაავადების შესახებ იცოდა და აქტიურად ცდილობდნენ პროექტში ჩართვას. ახლა, დარჩენილი 110 000 ადამიანიდან 90%-ზე მეტმა არ
იცის ამ დაავადების შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული დეტექცია. მთელი ქვეყნის მასშტაბით კეთდება უკვე სკრინინგული კვლევები უფასოდ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ჟუჟანა ჯაკაბმა დადებითი შეაფასება საქართველოში არსებული C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. მისი თქმით, საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია.
„საქართველოს მიმართ დადებითი შეფასება ამერიკის საელჩომაც გამოთქვა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ, რომ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს სამაგალითო სხვა ქვეყნებისთვის“, - განაცხადა ჟუჟანა ჯაკაბსმა.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საუბარი იმაზე, რომ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ბავშვი C ჰეპატიტით დაინფიცირდა, ნაადრევია, - ამის შესახებ
დაინფიცირდა თუ არა ექვსი წლის ბავშვი C ჰეპატიტით მედდის მიერ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო,
შესაძლებელია, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამის შედეგები პაციენტების არასწორი ქცევის გამო
ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოსახლეობას მოუწოდებს C ჰეპატიტის გამოკვლევები დროულად
“ნიუ ჰოსპიტალსის” გუნდს ცოტა ხნის წინ მოსკოვში მოღვაწე ღვიძლის და სანაღვლე გზების ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ახალაძე შემოუერთდა.
ცხიმოვანი ღვიძლი ბოლო წლების მანძილზე კარგად ნაცნობი დიაგნოზი გახდა პაციენტებისათვის.
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
დღეს ბევრი მარტოსული ადამიანია. ზოგიერთი ფიქრობს, რომ თანამედროვე ცხოვრების რითმი აძლიერებს
თუ ადამიანი რეგულარულად თამაშობს ჩოგბურთს, მას ამით შეუძლია სიცოცხლის თითქმის 10 წლით