რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივლისი 2018
კითხვა-პასუხი
საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი ხდება
საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის გლობალური მოძრაობის ლიდერი ხდება
სან პაულუში, ბრაზილიაში გამართულ ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე საქართველოს ევროპის რეგიონის NOhep Visionary-ის ტიტული მიენიჭა. როგორც "მკურნალი.გე"-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, საქართველო შეუერთდა ხუთ ქვეყანას, როგორიცაა ბრაზილია, ბანგლადეში, ეგვიპტე, გამბია და მონღოლეთი, რომლებთან ერთადაც განახორციელებს NOhep Visionary პროგრამას მსოფლიოში. საქართველო და აღნიშნული ქვეყნები შეირჩნენ იმ პრინციპით, რომ ჩვენ აღებული გვაქვს ვირუსული ჰეპატიტის ელიმინაციის პასუხისმგებლობა და მოგვენიჭა უფლება, წარვუძღვეთ პროგრამას და მოტივაცია შევუქმნათ სხვა ქვეყნებს, მათაც განახორციელონ ქმედებები ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნის მისაღწევად.

NOhep Visionaries პროგრამა წარმოადგენს გლობალურ კამპანიას, რომელიც ეხმარება მთავრობებს გამოიყენონ
ელიმინაციის ეფექტური მიდგომები და გააზიარონ ცოდნა 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის პროგრესის დაჩქარების მიზნით.

საქართველო C ჰეპატიტის (HCV) ერთერთი ყველაზე მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნაა მსოფლიოში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ 2015 წელს ჩატარებული
პოპულაციური კვლევის მიხედვით, C ჰეპატიტის სეროპრევალენტობამ საქართველოში შეადგინა 7.7%, ხოლო აქტიური ინფექციის პრევალენტობამ 5.4%, რაც გულისხმობს, რომ საქართველოში საშუალოდ 150 000 ადამიანს აქტიური ინფექცია აქვს.

2015 წელს, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპულ რეგიონში, რომელმაც მიზნად დაისახა C ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის, ელიმინაცია. ორი წლის შემდგომ, პროგრამის ფარგლებში 32 000 ადამიანი წარმატებით განიკურნა.

საქართველომ ასევე შეიმუშავა დაავადების ელიმინაციის 2016-2020 გრძელვადიანი სტრატეგია ამბიციური მიზნით 2020 წლისათვის ჩაუტაროს სკრინინგი და მკურნალობა ყველა ინფიცირებულ პირს და მოახდინოს ინფექციის ელიმინაცია ქვეყანაში. სტრატეგია გახდა მონიტორინგისა და ზედამხედველობის, ინფექციაზე კონტროლის, პრევენციისა და ცნობიერების გაზრდის პროგრამების გაუმჯობესების მამოძრავაბელი ფაქტორი ქვეყანაში. სტრატეგიის ფარგლებში ასევე მოხდა ქვეყნის მასშტაბით C ჰეპატიტზე სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა.

პროგრამის დაწყებიდან დღემდე 1.2 მილიონ ადამინს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტზე. 40 000 პაციენტი დარეგისტრირდა მკურნალობის პროგრმაში და ჩაუტარდა მკურნალობა ახალი ანტივირუსული მედიკამენტებით, რომელთაგანაც 32 000-მა უკვე წარმატებით დაასრულა მკურნალობა (განკურნების საშუალო მაჩვენებელი 95%). დღეისათვის სკრინინგი უფასოდ ხორციელდება ქვეყნის მასშტაბით.

ფართომასშტაბიანი აქტივობები ხორციელდება რისკის ჯგუფების წარმომადგენელთა, მთავარი სამიზნე პოპულაციების (მ.შ. 30-60 წლის მამაკაცები, ნარკოტიკების ინტრავენურად მომხმარებლები, სისხლის დონორები, პატიმრები, აივ ინფიცირებულები, დიალიზზე მყოფი და ჰემოფილიის მქონე პაციენტები) სამედიცინო პერსონალის, ყველა ჰოსპიტალიზებული ადამიანისა და ორსულთა სკრინინგისათვის.

„ჩვენ მოხარულები ვართ ვიხილოთ საქართველო როგორც NOhep Visionary პროგრამის ევროპული რეგიონის პირველი წარმომადგენელი“, – განაცხადა პაციენტთა გლობალური ორგანიზაცია ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსის პრეზიდენტმა ჩარლზ გორმა.

„ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ნამდვილად გვჭირდება - ელიმინაციის ჩემპიონმა ქვეყნებმა თქვან „დიახ, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ეს და აი როგორ“. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველო გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გაავრცელონ მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა და სწრაფად განახორციელონ საჭირო ქმედებები 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით“, – განაცხადა ჩარლზ გორმა.

"2015 წლიდან საქართველო ახორციელებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პროექტს ქვეყანაში C ჰეპატიტის ელიმინაციის მიზნით. გვაქვს პატივი, ამ მიმართულებით უკვე გაწეული უდიდესი შრომის გამო, როგორც C ჰეპატიტის ელიმინაციის სამოდელო ქვეყანა, შევუერთდეთ გლობალურ NOhep მოძრაობას და წარვუძღვეთ NOhep Visionary პროგრამას ევროპის რეგიონსა და მსოფლიოში“, – განაცხადა NCDC-ის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.

NOhep Visionaries პროგრამა წარმოადგენს NOhep გლობალური მოძრაობის ნაწილს, რომელიც 2016 წელს წამოიწყო ჰეპატიტის მსოფლიო ალიანსმა 2030 წლისათვის ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიზნით. NOhep’s ფუნდამენტურ მიზანს წარმოადგენს ჯანმოს ჰეპატიტების გლობალური სტრატეგიის მხარდაჭერა, რომელიც ითვალისწინებს 2030 წლისათვის B და C ჰეპატიტის ახალი შემთხვევების 90%-ით და სიკვდილობის 65%-ით შემცირებას.

NOhep ღიაა ყველა ინდივიდის, ორგანიზაციისა თუ მთავრობისათვის, რომელიც მიზნად ისახავს ჰეპატიტების ელიმინაციას მსოფლიოში.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თურქეთის საელჩო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
არაერთ ვებგვერდსა და სოციალურ სივრცეში ვრცელდება ინტერვიუ თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი კლინიკის დირექტორის
ალკოჰოლით დაზიანებული ღვიძლი ამ ეტაპზეც რჩება ბელორუსი მკვლევარების აქტიური შესწავლის ობიექტად.
B და C ჰეპატიტის ვირუსი აზიანებს ღვიძლს, შედეგად ვითარდება ღვიძლის ქსოვილის ანთება.
ღვიძლის ციროზი აუცილებლად უნდა გამორიცხოთ, თუ შემდეგი სიმპტომები გაწუხებთ:
C ჰეპატიტის ელიმანაციის პროგრამაში კიდევ ერთი ცვლილება შევიდა.
17 ივლისი 2018
ზაფხულში ხშირია მზის სხივებით დამწვრობა. ეს უკანასკნელი, გარდა იმისა, რომ უსიამოვნებებს იწვევს, სერიოზულ
16 ივლისი 2018
ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სია, რომელშიც ჩამოთვლილია სიმსუქნის გამომწვევი ძირითადი
ბანანი სასარგებლოა მასში დიდი რაოდენობით კალიუმისა და სხვა ნივთიერებების შემცველობის გამო, თუმცა
თურქეთში, სამსუნი-ანკარას ავტომაგისტრალზე ავარიისას საქართველოს ხუთი მოქალაქე დაშავდა.
საუბედუროდ, მინდელის შახტში გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა გრძელდება, - ამის შესახებ პარლამენტის