ღვიძლის ჰემანგიომა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლის ჰემანგიომა

ღვიძლის ჰემანგიომა ნელა იზრდება და განსაკუთრებული სიმპტომებით არ გამოირჩევა.

განასხვავებენ ღვიძლის ჰემანგიომის ორ ტიპს: კავერნოზულს და კაპილარულს. კაპილარული ჰემანგიომა, ჩვეულებრივ, მცირე ზომისაა (3 სმ-ს არ აღემატება), მაშინ როცა კავერნოზულმა ჰემანგიომამ შესაძლოა 20 სმ-საც კი მიაღწიოს, შესაბამისად, უფრო მძიმე მიმდინარეობით გამოირჩევა. ღვიძლის კავერნოზული ჰემანგიომა ორგანოს შიგნით ლოკალიზებული კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელსაც სისხლძარღვოვანი გორგლის სახე აქვს. არის შემთხვევები, როდესაც კავერნოზული ტიპის ჰემანგიომა ღვიძლის მთელ წილს მოიცავს. კაპილარული ჰემანგიომა ძირითადად სისხლძარღვოვანი გენეზისაა, უმთავრესად ვენური სისხლძარღვებისგანაა განვითარებული.

სიმპტომები

ღვიძლის ჰემანგიომა შესაძლოა წლობით არ გამოვლინდეს, რადგანაც ხშირ შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს, განსაკუთრებით, თუ ის მცირე ზომისაა. შესაბამისად, ავადმყოფს არანაირი ჩივილი და დისკომფორტი არ აქვს. ღვიძლის ჰემანგიომა ხშირად სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ხოლმე მუცლის ღრუს ულტრაბგერითი კვლევისას.

ზოგიერთ შემთხვევაში წარმონაქმნი სწრაფად პროგრესირებს, ინტენსიურად იზრდება და შესაბამისად, ადრეულ ეტაპზევე ავლენს თავს. ასეთ დროს ადამიანს მარჯვენა ფერდქვეშა არეში ძლიერი ტკივილი და სიმძიმის შეგრძნება აღენიშნება. ღვიძლის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი ზოგჯერ მეზობელ ორგანოებს აწვება და ტკივილთან ერთად გულისრევას, ღებინებას, მუცლის არეში ქვის არსებობის შეგრძნებას იწვევს. ზოგჯერ პაციენტი ტკივილს უშუალოდ ღვიძლის არეში შეიგრძნობს. განსაკუთრებით ძლიერი ტკივილი ვითარდება ჰემანგიომის გახეთქვის დროს. ეს იშვიათად ხდება, თუმცა მისი განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. ჩვეულებრივ კი, ჰემანგიომა, სისხლძარღვოვანი სტრუქტურის გამო, ადვილად ტრავმირებადია, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, დარტყმის, ვარდნის და სხვა გარეგანი ფაქტორების ზემოქმედების გამო შესაძლოა გასკდეს. ამიტომაც ღვიძლის ჰემანგიომის მქონე ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს.

მკურნალობა

თუ ჰემანგიომა მცირე ზომისაა და არანაირ პრობლემას არ უქმნის ადამიანს, განსაკუთრებულ მკურნალობას არ საჭიროებს. ასეთ დროს წარმონაქმნის დინამიკაში დაკვირვების ტაქტიკას ირჩევენ და მისი განვითარების ინტესივობას, მიმდინარეობასა და ზომებს პერიოდულად ამოწმებენ.

ღვიძლის ჰემანგიომის ქირურგიული მკურნალობა ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ ის დიდი ზომისაა და მეზობელ ორგანოებს აწვება. ეს, ჩვეულებრივ, კავერნოზული ჰემანგიომების დროს შეინიშნება, რადგანაც ისინი დიდ ზომებს აღწევს და სისხლძარღვთა კედლებზე ზეწოლის გამო ორგანოთა ფუნქციობას აფერხებს. ღვიძლის აღნიშნული წარმონაქმნის ქირურგიულად მოცილება რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ის 5 სმ-ს აჭარბებს და სწრაფი პროგრესირებით გამოირჩევა.

მცირე ზომის ჰემანგიომები კი პრაქტიკულად არავითარ საფრთხეს არ უქმნის პატრონს და ადამიანი ამ წარმონაქმნით სიცოცხლის ბოლომდე უპრობლემოდ ცხოვრობს.